რამაზ ნოზაძე (დ. 16 ოქტომბერი, 1983, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 96 კგ). ათენის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2004), მსოფლიოს ჩემპიონი (2007) და მესამე პრიზიორი (2003), ევროპის ორგზის ჩემპიონი (2003, 2007) და მესამე პრიზიორი (2008), მსოფლიოს თასის ორგზის (2003, 2004) და ევროპის თასის მფლობელი (2004). მსოფლიოსა (2003) და ევროპის (2003) ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.
წელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია |
ადგილი |
---|---|---|---|---|
2003 | ევროპის ჩემპიონატი | ბელგრადი, სერბია და ჩერნოგორია | -96 კგ | |
2003 | მსოფლიო ჩემპიონატი | კრეტეი, საფრანგეთი | -96 კგ | |
2004 | ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშები | ათენი, საბერძნეთი | -96 კგ | |
2007 | ევროპის ჩემპიონატი | სოფია, ბულგარეთი | -96 კგ | |
2007 | მსოფლიო ჩემპიონატი | ბაქო, აზერბაიჯანი | -96 კგ | |
2008 | ევროპის ჩემპიონატი | ტამპერე, ფინეთი | -96 კგ |