რამილ იდრის ოღლუ უსუბოვი (აზერ. Ramil Idris oğlu Usubov; დ. 22 დეკემბერი, 1948) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი. აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.[2][3] ამ თანამდებობის დაკავებამდე 1994-2019 წლებში იკავებდა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას.[4]
უსუბოვი დაიბადა 1948 წელს, აზერბაიჯანში, ხოჯალის რაიონში..[5] 1970 წელს მან დაამთავრა ნ. რზაევის სახელობის ბაქოს მილიციას სპეციალური სკოლა. მოგვიანებით დაამთავრა სსრკ შინაგან საქმეთა აკადემია 1980 წელს. შემდეგ ის მსახურობდა საბჭოთა არმიაში და 1970 წლიდან მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში. უსუბოვი დაქორწინებულია და ჰყავს სამი შვილი.[5]
ის მუშაობდა სისხლის სამართლის საგამოძიებო დანაყოფებში და 1975 წელს დაინიშნა აზერბაიჯანის შუშას რაიონის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად. 1980-1984 წლებში მუშაობდა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ავტონომიური ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. 1984-1987 წლებში იყო ალი ბაირამლის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის უფროსი. 1987 წელს უსუბოვი დაინიშნა ნახჭევანის შინაგან საქმეთა მინისტრად და 1989 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა კრიმინალური გამოძიების უფროსად, ვიზებისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსად (OVIR) და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების უფროსად.[5]
1993 წლის 11 აგვისტოს იგი დაინიშნა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად, ხოლო 1994 წლის 29 აპრილს დაინიშნა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრად პრეზიდენტის N140 ბრძანებულების საფუძველზე. ბაქოში 2000 წელს, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა უარყო ჭორები უსუბოვის პოტენციური გათავისუფლების შესახებ და თქვა, რომ „გენერალი რამილ უსუბოვი არის ძალიან ძვირფასი ადამიანი და კარგად მუშაობს“, აფასებს მის საქმიანობას..[6]
2009 წელს მან შეიტანა სარჩელი ცილისწამებაზე, აქტივისტ ლეილა იუნუსის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ახალგაზრდა გოგონებით ვაჭრობაში.[7] მან მოითხოვა 100 000 მანათის ანაზღაურება.[8] Human Rights Watch-მა გააპროტესტა სასამართლო პროცესი და განაცხადა, რომ „იუნუსის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი აზერბაიჯანში გამოხატვის თავისუფლების საშინელ პრეცედენტს შექმნიდა“, ხოლო სხვა საერთაშორისო ჯგუფებმა ეს საქმე აღწერეს, როგორც „აზერბაიჯანის მთავრობის მიერ თავისუფალი გამოხატვის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითი“.[9]
2019 წლის 20 ივნისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანების საფუძველზე უსუბოვი დანიშნული იქნა აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად.[10]