პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რაფელ ჯორდა რუის დე ასინი | ||
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1984 | ||
დაბადების ადგილი | სანტა-პერპეტუა-დე-მოგოდა, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 1.91 მ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო თბილისი | ||
ნომერი | - | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2001–2002 | ვალენსია | ||
2002–2003 | ნუმანსია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003–2004 | ნუმანსია B | ||
2004–2008 | ნუმანსია | 47 | (7) |
2004 | → პერალტა (იჯარით) | 17 | (8) |
2006 | → ბენიდორმი (იჯარით) | 18 | (9) |
2004–2008 | ალიკანტე | 13 | (3) |
2009 | ერკულესი | 0 | (0) |
2010–2012 | ლევანტე | 36 | (7) |
2012-2013 | გუიჯოუ ჟენჰე | 55 | (17) |
2012-2014 | სიენა | 10 | (2) |
2014 | დინამო თბილისი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2010- | კატალონია | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
რაფელ „რაფა“ ჯორდა რუის დე ასინი (ესპ. Rafael Jordà Ruiz de Asín; დ. 1 იანვარი, 1984, სანტა-პერპეტუა-დე-მოგოდა) — ესპანელი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“[1] თავდამსხმელი.
კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „დამის“ ახალგაზრდულ გუნდში 2000-01 წლების სეზონში, შემდეგი სეზონი გაატარა „ვალენსიის“ ახალგაზრდულ გუნდში, ხოლო 2002-03 წლების სეზონი „ნუმანსიაში“.
პროფესიონალური კარიერა დაიწყო 2003-04 წლების სეზონში „ნუმანსია ბ“-ში, რომელიც ესპანეთის მეოთხე დივიზიონში გამოდიოდა. შემდეგ 2004-05 წლების სეზოში იჯარის წესით იმყოფებოდა მესამე დივიზიონის კლუბ „პერალტაში“. წარმატებული სეზონის შემდეგ დაბრუნდა „ნუმანსიაში“, რომელთან ერთადაც 3 მატჩი ჩაატარა პრიმერა დივიზიონში და განაგრძო მთავარ გუნდში თამაში. 2005-06 წლების სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას იჯარის წესით გადავიდა „ბენიდორმში“. 2008 წელს კარიერა „ნუმანსია“ დატოვა და კარიერა „ალიკანტეში“ განაგრძო.[2] 2008-09 წლების სეზონში ჩაატარა 13 მატჩი და შეძო 2 გოლის გატანა. შემდეგ წელს გადავიდა იგივე ქალაქის კლუბ „ერკულესში“,[3] მაგრამ ახალი კლუბის მაისურით არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
2010 წლის 27 იანვარს კონტრაქტი გააფორმა „ლევანტესთან“. მისი დებიუტი შედგა 30 იანვარს „ვილიარეალის“ მეორე გუნდის წინააღმდეგ, ჯორდა მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა და ბოლო წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.[4]
2012 წლის თებერვალში ჩინეთის სუპერლიგის კლუბ „გუიჯოუ ჟენჰესთან“ გააფორმა 3 წლიანი კონტრაქტი.[5]
2014 წლის იანვარში შეუერთდა იტალიურ „სიენას“, სადაც 10 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო, 13 მატჩკი კი სათადარიგოთა შორის გაატარა. ამავე წლის ივნისიდან თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია.[6]
კატალონიის ნაკრებში ჩატარებული აქვს ერთი მატჩი.
|