მუნიციპალიტეტი | |
---|---|
რეგლა Regla | |
| |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | სიუდად-დე-ლა-ჰაბანა |
კოორდინატები | 23°07′54″ ჩ. გ. 82°20′11″ დ. გ. / 23.13167° ჩ. გ. 82.33639° დ. გ. |
დაარსდა | 1765 წ |
ფართობი | 9 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 10 მეტრი |
მოსახლეობა | 44 431 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 4 936,8 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-7 |
რეგლა — კუბის დედაქალაქ ჰავანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, კომერციული, საპორტო და ინდუსტრიული გარეუბანი.
ქალაქი ცნობილია თავის მდიდარი კოლონიური ისტორიით. პირველი დასახლებები ამ არეალში 1690-იან წლებში გაჩნდა, ამავე პერიოდში აშენდა წმინდა მარიამის ეკლესიაც. ქალაქის დაარსების ოფიციალურ თარიღად 1765 წელი მიიჩნევა. XIX საუკუნეში იგი კონტრაბანდისტების ცენტრს წარმოადგენდა.
ამჟამად ქალაქი ცნობილია საცეკვაო ანსამბლ „გუარაჩეროს დე რეგლათი“.
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 44 431 ადამიანს შეადგენდა.[1] 9 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 4 936,8 ადამიანი კმ²-ზე.[2]
|