რიგელს რაიკუ | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 27 სექტემბერი, 1986 (38 წლის) |
დაბ. ადგილი | Njësia administrative Sukth |
რიგელს რაიკუ ვიკისაწყობში |
რიგელს რაიკუ(დ. 27 სექტემბერი, 1986) — ალბანელი მომღერალი, მეტსახელად Noizy(ხმაურიანი). რაიკუ გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბანელი რეპერი.
რიგელს რაიკუ დაიბადა 1986 წლის 27 სექტემბერს, მრავალრელიგიური ალბანელების ოჯახში, სოფელ სუქთში, მაშინდელი ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი, დღევანდელი ალბანეთი.[1] მისი მამა მუსლიმია, წარმოშობით დიბრიდან, ხოლო დედა კი კათოლიკე, წარმოშობით კრუიიდან.[2] 1997 წელს რაიკუ და მისი ოჯახი იძულებით იქნენ გადასახლებულნი ლონდონში, ინგლისში, როგორც ალბანეთში მყოფი არეულობის, ომისა და კონფლიქტების ლტოლვილები.[1][2][3] ის გაიზარდა ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვულვიჩის რაიონში, შემდგომ წლებში კი იგი დიდ ინტერესს იჩენდა კრივისა და ქუჩის ბრძოლების მიმართ.[1]
2006 წელს რაიკუ დაბრუნდა ალბანეთში და გამოჩნდა Top Fest-ის მესამე გამოცემაზე, როგორც სოლო არტისტი, სიმღერით "Jemi OTR", ასევე მისი ჯგუფის OTR-ს სიმღერით სახელად "Kështu e bëjme ne".[1] 2007 წლის მაისში თანამშრომლობდა ალბანელ რეპერებთან J-No-სა და Decee-სთან. ალბანეთის საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე, იგი გამოჩნდა სიმღერით, სახელად "Kur vijm na".[1] მოგვიანებით იმავე წელს, 2007 წლის ნოემბერში, მან წარუმატებლად მიიღო მონაწილეობა იგივე კონკურსში, სიმღერით "Veç për ty", თუმცა მან ვერ შეძლო კონკურსის ნახევარფინალში მოხვედრა.[4]
2015 წელს რაიკუმ გამოუშვა მოდის ლეიბლი, Illyrian Bloodline.[5] 2015 წლის აგვისტოში "Gangsta Love"-ის გამოშვებით, რაიკუმ მიიღო ჯილდო 2016 წლის Netët e Klipit Shqiptar-ზე(ნომინაცია მუსიკოსებისთვის, ალბანეთში) ტირანაში, ალბანეთი.[6][7] 2017 წლის მარტში რეპერი წარდგენილი იყო გერმანელი რეპერი ზუნას ნომინაციაში, "Nummer 1"-ში. მან გერმანიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა და გერმანიის Bundesverband Musikindustrie-ის (BVMI) მიერ მიენიჭა სერტიფიცირებულის სტატუსი.[8][9] 2018 წლის ივნისში დაიწყო ავსტრიელ რეპერთან, RAF Camora-თან თანამშრომლობა, მათ ერთად ჩაწერეს სიმღერა, სახელად "ტოტო". სიმღერის მთავარი მხარდამჭერი Warner Music Group გახლდათ. ასევე ამ სიმღერამ წარმატება ჰპოვა ევროპაში და მიიღო ოქროს სერთიფიკატი ავსტრიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.[9][10][11][12][13] 2018 წლის დეკემბერში რაიკუს კოლაბორაცია ჰქონდა ბერძენ რეპერთან, სახელად სნიკი. მათ ერთად გამოუშვეს სიმღერა, სახელად "განგოს", რომელმაც ბერძნულ მუსიკალურ ნომინაციაში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა.[14] 2019 წლის მარტში რაჯკუ მიიწვიეს სპეციალურ სტუმარად Palmen aus Plastik-ის ტურში, რომელსაც RAF Camora და გერმანელი რეპერი Bonez MC ხელმძღვანელობდნენ, კიოლნში, გერმანია.[15] 2019 წლის ივნისში რაიკუს მიმართეს, რათა მონაწილეობა მიეღო MAD Video Music Awards 2019-ზე ათენში, საბერძნეთი.[16][17] 2019 წლის ოქტომბერში მას მეორედ ჰქონდა კოლაბორაცია სნიკთან და ჩაწერეს სიმღერა სახელად "Colpo Grosso", რომლის მიზანიც საბერძნეთში კომერციული წარმატების მიღწევა იყო.[18]
შვეიცარიაში 32-ე ადგილზე მყოფმა რაიკუმ გამოუშვა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი, ,,Epoka" 2020 წლის აპრილში.[19][20] ორი თვის შემდეგ, 2020 წლის ივნისში მან გამოუშვა თავისი შემდგომი ალბომი, სახელად "All Dem Talk", რომელშიც მონაწილეობდნენ გერმანელი რეპერი გზუზი და ბრიტანელი რეპერი Dutchavelli. იგი მე-16 ადგილზე გავიდა, ავსტრიასა და გერმანიაში, შესაბამისად, ტოპ 30-ს მიაღწია. 2022 წლის თებერვალში გერმანელ რეპერ დარდანთან ერთად მან გამოუშვა "Alles Gut".[21] 2022 წლის ივნისში მან გამოუშვა სიმღერა, სახელად "Heart Attack", შვეიცარიელ რეპერ ლორედანა ზეფისთან ერთად. მან მიაღწია მესამე ადგილს შვეიცარიაში, 42-ს ავსტრიაში და 61-ს გერმანიაში.