რიხარდ ვეტშტაინი

რიხარდ ვეტშტაინი
გერმ. Richard Wettstein, Ritter von Westersheim
დაბ. თარიღი 30 ივნისი, 1863(1863-06-30)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ვენა[5]
გარდ. თარიღი 10 აგვისტო, 1931(1931-08-10)[5] [2] [3] [4] (68 წლის)
გარდ. ადგილი ტრინსი[5]
დასაფლავებულია ვენის ცენტრალური სასაფლაო
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
 ავსტრია
საქმიანობა ბოტანიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მიკოლოგი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი და კარლის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი Fritz von Wettstein

რიხარდ ვეტშტაინი (გერმ. Richard Wettstein; დ. 30 ივნისი, 1863, ვენა — გ. 10 აგვისტო, 1931, ტრინსი) — ავსტრიელი ბოტანიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1927).

1892 წლიდან გერმანიის უნივერსიტეტის პროფესორი პრაღაში, 1899 წლიდან ვენის უნივერსიტეტის პროფესორი და ბოტანიკის უნივერსიტეტისა და ბაღის დირექტორი. შიშველთესლოვანი მცენარეების რამდენიმე ერთსქესიანი ყვავილებიდან ფარულთესლოვანთა ორსქესიანი ყვავილის წარმოშობის თეორიის და მასზე დაფუძნებული ფილოგენეზური სისტემის ავტორი. შექმნა მორფოლოგიურ-გეოგრაფიული მეთოდი მცენარეთა სისტემატიკაში. აღმოაჩინა ყვავილოვანი მცენარეების სეზონური დიმორფიზმი. იზიარებდა ლამარკის შეხედულებებს ევოლუციის საკითხებში.