რობერტ უიტეკერი | |
---|---|
მშობლიური სახელი | რობერტ ჯონ უიტეკერი |
დაბადების თარიღი |
20 დეკემბერი, 1990 ოკლენდი, ზელანდია |
აქტიური | 2009-დღემდე |
ორგანიზაცია | UFC |
სიმაღლე | 1,83 მ |
წონა | 84 კგ |
რობერტ ჯონ უიტეკერი (დ. 20 დეკემბერი, 1990) — ავსტრალიელი შერეუელი საბრძოლო ხელოვნების პროფესიანალი მებრძოლი. იგი ამჟამად ასპარეზობს Ultimate Fighting Championship (UFC)-ის საშუალო წონით კატეგორიაში, სადაც არის UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ამავე წონაში და პირველი ავსტრალიელი, რომელმაც მოიგო UFC-ის ჩემპიონატი. დღესდღეისობით იგი საშუალო წონით დივიზიონში, რეიტინგით მეოთხე ადგილზეა.[1]
დაიბადა 20 დეკემბერს, 1990 წელს, ოკლენდში, ზელანდია. მისი მამა ევროპული წარმოშობის ავსტრალიელია. ავსტრალიაიში გადასვლის შემდეგ, მალევე, მამამ უიტეკერი და მისი ძმა ჩარიცხა გოჯუ-რიუს კარატეს სკოლაში, რათა განევითარებინა ისინი თვითდისციპლინაში და თავდაცვაში.[2] დაახლოებით რვა წლის განმავლობაში ამ დისციპლინაში ვარჯიშის და შავი ქამრის მოპოვების შემდეგ მამამ შესთავაზა მას სხვა სპორტში გადასვლა ან კარატეს სრულიად მიტოვება. რობერტმა აირჩია გადასვლა ჰაპკიდოს დარბაზში, რომელსაც ჰენრი პერესი მართავდა. ცოტა ხნის შემდეგ, პერესმა თავისი სპორტული დარბაზი MMA-ის დარბაზად აქცია. რობერტს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, დაიწყო ვარჯიში MMA-ში და აირჩია იგი, როგორც სამომავლო სპორტი.
უიტეკერის დებიუტი 2012 წლის 15 დეკემბერს შედგა, UFC on FX 6-ზე, ბრედ სტოკის წინააღმდეგ. მან ეს ბრძოლა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. მას დღესდღეისობით UFC-ში 22 ბრძოლა აქვს ჩანატარები, სადაც 5-ჯერ დამარცხდა, 17-ჯერ კი მოიგო.[3] უიტეკერის უახლოესი ბრძოლა 2024 წლის 26 ოქტომბერს, UFC 308-ზე, ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ არის ჩანიშნული.[4]