რომან დოლიძე

რომან დოლიძე

დოლიძე 2019 წელს
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 15 ივლისი, 1988
დაბ. ადგილი ბათუმი, საქართველოს სსრკ
სიმაღლე 191 სმ
წონა 84 კგ
საიტი rdsport.com.ua
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი შერეული საბრძოლო ხელოვნება
სახეობა აბსოლუტური საბძოლო ჩემპიონატი (UFC)

რომან დოლიძე (დ. 15 ივლისი, 1988) — ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების პროფესიონალი მებრძოლი. იგი ამჟამად ასპარეზობს საშუალო წონით დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC) [1], სადაც რეიტინგით მეათე ადგილას იმყოფება. [2]

დაიბადა 15 ივლის 1988 წელს, ბათუმში, საბჭოთა კავშირში (ამჟამად საქართველო). დოლიძე ფეხბურთს რვა წელი თამაშობდა, ბოლო სამი წელი კი პროფესიონალი მეკარე იყო თურქეთში. 20 წლის ასაკში იგი გადავიდა უკრაინაში, რათა ესწავლა გემთმშენებლობის ინჟინერია ოდესის საზღვაო აკადემიაში, რა დროსაც დაიწყო ვარჯიში სამბოში, ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში და საბოლოოდ გრეპლინგში.[3] იგი გახდა მსოფლიო გრეპლინგის და ევროპის ჩემპიონი United World Wrestling წესების მიხედვით, ასევე გახდა ADCC Asia & Oceania ჩემპიონი 2016 წელს 99 კგ-ით. 28 წლის ასაკში მან დაიწყო MMA-ში ვარჯიში.[4]

დოლიძის დებიუტი MMA-ში 2016 წელს შედგა, სადაც იგი უკრაინის ქალაქ ოდესაში იბრძოდა ალექსანდრე კოვბელის წინააღმდეგ. ალექსანდრე კოვბელთან სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ დოლიძის რეკორდი უკრაინულ წრეში ასე გამოიყურებოდა: 4-0. მანამდე კი შანსი მიეცა ებრძოლა ედერ დე სოუზასთან WWFC Light Heavyweight-ის ტიტულზე. მან დაამარცხა დე სოუზა მეორე რაუნდის ნოკაუტით.[5] ამის შემდგომ მას მოუწია ბრძოლა ტიტულის დასაცავად მიხალ პასტერნაკის წინააღმდეგ WWFC 13-ზე. დოლიძემ პასტერნაკი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. [6]

დოლიძემ UFC-ის კონტრაქტს ხელი 2019 წელს მოაწერა, დებიუტი კი 2020 წლის 19 ივლის, ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ შედგა. მან ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო პირველ რაუნდში. იგი პირველად 2021 წლის 20 მარტს, ტრევინ ჯაილსის წინააღმდეგ დამარცხდა ESPN 21-ზე, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. მის ანგარიშზე დღესდღეისობით 11 ბრძოლა და 5 ნოკაუტია, ხოლო სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება: 11-3-0.[7] ბოლო ბრძოლა მან კევინ ჰოლანდის წინააღმდეგ 2024 წლის 5 ოქტომბერს, UFC 307-ზე ჩაატარა. ბრძოლა მან პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.[8] დოლიძე UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს.

რომანს ყავს მეუღლე და ორი ვაჟი — ამირანი და დევი.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ufc.com
  2. UFC Stats
  3. Undefeated Georgian
  4. Roman Dolidze
  5. MMA Fighter Left Frozen After One-Punch Knockout
  6. WWFC 13
  7. Stats
  8. UFC 307
  9. კაპანაძე, ქეთი (2024-11-18). „როგორ ზრდის შვილებს რომან დოლიძე საქართველოში და რატომ ვეღარ უყურებენ მის თამაშს მშობლები“. თბილისელები. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)