რუდოლფ ლეონჰარდი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 ოქტომბერი, 1889[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ლეშნო |
გარდაცვალების თარიღი | 19 დეკემბერი, 1953[1] [2] [3] [4] [5] (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბერლინი |
საქმიანობა | მწერალი, დრამატურგი, პოლიტიკოსი, პოეტი, სცენარისტი, რედაქტორი[6] , ესეისტი[6] და მთარგმნელი[6] |
მოქალაქეობა | გერმანია |
მეუღლე | სიუზან ლეონჰარდი |
შვილ(ებ)ი | ვოლფგანგ ლეონჰარდი |
რუდოლფ ლეონჰარდი (გერმ. Rudolf Leonhard; დ. 27 ოქტომბერი,1889, ლისა, პოლონეთი — გ. 19 დეკემბერი, 1953, ბერლინი) — გერმანელი მწერალი. ემხრობოდა ექსპრესიონიზმის მემარცხენე ფრთას. მისი ნაწარმოებების უმრავლესობა ომის საწინააღმდეგო, რევოლუციური და ანტიფაშისტური სულისკვეთებისაა. მათგან მნიშვნელოვანია ლექსების კრებულები „ეკლიანი სტროფები“ (1913), „სონეტები სპარტაკელებზე“ (1921), „გერმანიამ უნდა იცოცხლოს!..“ (1944), პიესები „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ (1919), „იალქნიანი ჰორიზონტზე“ (1925), „მძევლები“ (1945) და სხვა მრავალი წიგნი.