სან-პედრო-ისკატლანი (ესპ. Municipio de San Pedro Ixcatlán) ― მუნიციპალიტეტი მექსიკის სამხრეთ ნაწილში, ოახაკის შტატში. შედის ტუსტეპეკის რაიონში, პაპალოაპანის რეგიონში. 2020 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 10 368 ადამიანს შეადგენს, რაც თითქმის 2010 წლის მაჩვენებლის ტოლია.[2][3] მუნიციპალიტეტის ფართობია 101.9 კმ².[4] მოსახლეობის სიმჭიდროვეა 101.7 ადამიანი კმ²-ზე. ტერიტორია ოახაკის შტატის შემადგენლობაში 1825 წლის 15 მარტს შევიდა.[5] მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია სან-პედრო-ისკატლანი.