საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობა

ამერიკის შეერთებული შტატების
საჰაერო ძალების
გლობალური დარტყმების სარდლობა
AFGSC

გლობალური დარტყმების სარდლობის ემბლემა
აქტიური 19461 ივლისი, 1992 (სტრატეგიული საჰაერო სარდლობა)

7 აგვისტო, 2009 – დღემდე

ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შემადგენლობა აშშ-ის საჰაერო ძალები
ტიპი მთავარი სარდლობა
როლი აშშ-ის საჰაერო ძალების სახმელეთო და საჰაერო ბაზირების სტრატეგიული ბირთვული შემაკავებელი ძალების ორგანიზება, წვრთნა, აღჭურვა და მართვა
ნაწილი აშშ-ის სტრატეგიული სარდლობა
შტაბ-ბინა ბერკსდეილის საჰაერო ძალების ბაზა
დევიზი „შეკავებისა და უზრუნველყოფისთვის“

საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობა, გდს (ინგლ. Air Force Global Strike Command, AFGSC) — აშშ-ის საჰაერო ძალების ერთ-ერთი მთავარი სარდლობა, რომელიც მდებარეობს ბერკსდეილის საჰაერო ძალების ბაზაზე, ლუიზიანაში. გლობალური დარტყმების სარდლობა (გდს) უზრუნველყოფს საბრძოლო მზადყოფნის ძალების მიერ სტრატეგიულ ბირთვულ შემკავებლობას და გლობალური დარტყმების ოპერაციების ჩატარებას საბრძოლო მეთაურობების მხარდასაჭერად.[1]

აშშ-ის საჰაერო ძალების სამინისტროს შემადგენლობაში გლობალური დარტყმების სარდლობის ჩამოყალიბების შესახებ განცხადება 2008 წლის 24 ოქტომბერს საჰაერო ძალების სახელმწიფო მდივანმა მაიკლ დონლიმ გააკეთა.[2] ოფიციალურად სარდლობა ფუნქციონირება დაიწყო გენერალ-ლეიტენანტ ფრენკ კლოტცის მეთაურობით და 55 თანამშრომელთან ერთად 2009 წლის 7 აგვისტოს[3], იმავე დღეს ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა ვაშინგტონის შემოგარენში მდებარე ბოლინგის ავიაბაზაზე. 2009 წლის ივნისში გლობალური დარტყმების სარდლობის შტაბ-ბინად ბერკსდეილის ავიაბაზა შეირჩა, ლუიზიანში.

2014 წლის მდგომარეობით გლობალური დარტყმების სარდლობას ექვემდებარება საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების სამი ფრთა, სტრატეგიული ბომბდამშენები B-52-ის ორი ფრთა, და სტელსი სტრატეგიული ბომბდამშენის B-2 Spirit-ის ერთადერთი ფრთა. ჯამში სარდლობის 6 ფრთა აერთიანებს 25,000 ადამიანს.[3]

2015 წლის 20 აპრილს გახდა ცნობილი აშშ-ის საჰაერო ძალების მდივნის დებორა ლი ჯეიმზის და შტაბის უფროსის მარკ უელშის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 1 ოქტომბრიდან გლობალური დარტყმების სარდლობის დაქვემდებარებაში გადავა ბომბდამშენ B-1 Lancer-ის ფრთები და შორეული დამრტყმელი-ბომბდამშენის პროგრამა (LRS-B), რომელიც მანამდე საჰაერო საბრძოლო სარდლობას ეკუთვნოდა. ამგვარად გდს-ის ავიაპარკი გაიზრდება 63 საფრენი აპარატით, ხოლო პირადი შემადგენლობა 7,000 ადამიანით.[4]

სტელსი ბომბდამშენი B-2 უშვებს AGM-158 JASSM მაღალი სიზუსტის ფრთოსან რაკეტას
ბალისტიკური რაკეტა LGM-30G Minuteman III-ის ინსპექტირება შახტურ გამშვებ დანადგარში გრანდ ფორკსის ავიაბაზაზე, 1989 წელი. რაკეტა 321-ე სარაკეტო ესკადრილიის დაქვემდებარებაშია.

აშშ-ის საჰაერო ძალების მე-8 არმია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მე-2 ბომბდამშენი ფრთა
    • მე-11 ბომბდამშენი ესკადრილია
    • მე-20 ბომბდამშენი ესკადრილია
    • 96-ე ბომბდამშენი ესკადრილია
  • მე-5 ბომბდამშენი ფრთა
    • 23-ე ბომბდამშენი ესკადრილია
    • 69-ე ბომბდამშენი ესკადრილია
  • 509-ე ბომბდამშენი ფრთა
    • მე-13 ბომბდამშენი ესკადრილია
    • 393-ე ბომბდამშენი ესკადრილია

აშშ-ის საჰაერო ძალების მე-20 არმია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 90-ე სარაკეტო ფრთა, ავიაბაზა უორენი შაიენში, ვაიომინგი
    • 319-ე სარაკეტო ესკადრილია
    • 320-ე სარაკეტო ესკადრილია
    • 321-ე სარაკეტო ესკადრილია
  • 91-ე სარაკეტო ფრთა, ავიაბაზა მაინოტი, ჩრდილოეთი დაკოტა
    • 740-ე სარაკეტო ესკადრილია
    • 741-ე სარაკეტო ესკადრილია
    • 742-ე სარაკეტო ესკადრილია
  • 341-ე სარაკეტო ფრთა, ავიაბაზა მალმსტრომი, მონტანა
    • მე-10 სარაკეტო ესკადრილია
    • მე-12 სარაკეტო ესკადრილია
    • 490-ე სარაკეტო ესკადრილია
  • 576-ე საფრენოსნო-გამოსაცდელი ესკადრილია
  • 625-ე სტრატეგიული ოპერაციების ესკადრილია