სეირან ოჰანიანი | |
სომხეთის თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 აპრილი, 2008 – 2016 | |
პრეზიდენტი | სერჟ სარქისიანი |
წინამორბედი | მიქაელ არუთინიანი |
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
აგვისტო, 1999 – მაისი, 2007 | |
პრეზიდენტი | ლეონარდ პეტროსიანი |
წინამორბედი | სამუელ ბაბაიანი |
მემკვიდრე | მოვსეს აკობიანი |
დაბადებული | 1 ივლისი, 1962 შუშა, მთიანი ყარაბაღი, საბჭოთა კავშირი |
სეირან ოჰანიანი (სომხ. Սեյրան Օհանյան; დ. 1 ივლისი, 1962) — სომხეთის თავდაცვის მინისტრი 2008–2016 წლებში.
სეირან ოჰანიანი დაიბადა 1962 წლის 1 ივლისს, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი. 1979 წელს, მან დაამთავრა სოფელ მგრაშენის უმაღლესი სასწავლებელი სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში[1]. ოჰანიანი სწავლობდა ბაქოს უმაღლეს გაერთიანებულ სარდლობის კოლეჯში, რომელიც 1983 წელს დაამთავრა. მოგვიანებით, იგი მსახურობდა გერმანიის საბჭოთა ძალების ჯგუფში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წლის მარტში, სეირან ოჰანიანი შეუერთდა მთიანი ყარაბაღის ახლად ჩამოყალიბებულ არმიას, სადაც მთავარ როლს თამაშობდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1992 წლის სექტემბერში, მარდაკერტის რაიონის მახლობლად, მან სერიოზული ჭრილობა მიიღო, რასაც შედეგად ფეხის ამპუტაცია მოჰყვა. მკურნალობის შემდეგ, ოჰანიანი კვლავ დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს. 1994-1998 წლებში, იგი მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მეთაურის მოადგილეა, ხოლო 1999-2007 წლებში მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი.
2007 წლის მაისში, სეირან ოჰანიანი დაინიშნა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურად და სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. 2008 წლის 14 აპრილს, სერჟ სარქისიანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ოჰანიანმა სომხეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა[2][3].
სეირან ოჰანიანი ქორწინებაშია, ჰყავს 3 ვაჟი და ქალიშვილი.
|