„სვანის სიყვარული“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ფოლკერ შლონდორფი |
სცენარის ავტორი |
მარსელ პრუსტი, პიტერ ბრუკი, ჟან-კლოდ კარიერი |
როლებში |
ჯერემი აირონსი, ორნელა მუტი, ალენ დელონი, ფანი არდანი |
კომპოზიტორი | ჰანს ვერნერ ჰენცე |
მხატვარი | ჟაკ სონიე |
გამოსვლის თარიღი | 1984 |
ხანგრძლივობა | 110 წუთი |
ქვეყანა |
![]() გფრ |
ენა | ფრანგული |
„სვანის სიყვარული“ (ფრანგ. Un amour de Swann) — 1984 წლის რომანტიკული დრამა, საფრანგეთ-გფრ-ის ერთობლივი ნამუშევარი, რომლის რეჟისორია ფოლკერ შლონდორფი. ფილმი გადაღებულია მარსელ პრუსტის ნაწარმოებების სერიის - „დაკარგული დროის ძიებაში“ მიხედვით.
ჩარლზ სვანი, რომელიც XIX საუკუნის მაღალი საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, შეპყრობილია კურტიზანი ქალის - ოდეტ დე კრესის სიყვარულით. ახალგაზრდა კაცის არჩევანს მისი წრე არ იზიარებს. სვანი ქორწინდება ოდეტზე, მაგრამ საზოგადოებისგან უარყოფილი, რამდენიმე წლის შემდეგ მძიმედ დაავადდება. მას მხოლოდ საკუთარი სიყვარული ახსოვს.