სიმონ პორტე ჟაკმუსი | |
---|---|
საქმიანობა | მოდის დიზაინერი |
დაბ. თარიღი | 16 იანვარი, 1990 |
დაბ. ადგილი | სალონ-დე-პროვანსი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგი |
სიმონ პორტე ჟაკმუსი (დ. 16 იანვარი, 1990) — ფრანგი მოდის დიზაინერი, ბრენდის „Jacquemus“ დამფუძნებელი.
ჟაკმუსი დაიბადა სალონ-დე-პროვანსში, საფრანგეთში, ღარიბი ფერმერის ოჯახში; მამა მეტალურ ბენდებში მღეროდა, ხოლო დედა დიასახლისი იყო. გაიზარდა პატარა ქალაქ მალიმორტში.[1]
2008 წელს, 18 წლის ასაკში, იგი ჩავიდა პარიზში, სადაც სწავლობდა მოდის ხელოვნებისა და ტექნიკის სკოლაში (ESMOD). რამდენიმე თვის შემდეგ მან მიატოვა სწავლა და გახდა არტისტების მენეჯერის ასისტენტი მოდის ჟურნალში „Citizen K“. დედის მოულოდნელმა სიკვდილმა მას უბიძგა, დაეწყო თავისი კარიერა მოდის სფეროში.
ის 20 წლის იყო, როცა შექმნა თავისი ბრენდი "Jacquemus", რაც დედის ქალიშვილობის სახელი იყო. თავისი დიზაინების წარმოჩენა მოახერხა მეგობრების დახმარებით, რომლებსაც ეცვათ მისი ნამუშევრები 2010 წელს პარიზში ვოგის Fashion Night Out-ის განმავლობაში.[2][3] 2012ში, ის მიიწვიეს პარიზის მოდის კვირეულზე თავისი კოლექციის წარსადგენად.
მისი ტანსაცმელი ზოგჯერ "Jacques Tati"-სა და "Louis Malle"-ს ფილმების სამყაროს აცოცხლებს. თავისი ნამუშევრები მან დაახასიათა, როგორც "გულუბრყვილო" მოდა. ვინაიდან სახელი საყოველთაოდ გაითქვა, მისი ნამუშევრები იყიდება ისეთ მაღაზიებში, როგორებიცაა "Opening Ceremony" ნიუ იორკში, "Broken Arm" პარიზში, "Gago" ექს-ან პროვანსში და "Dover Street Market" ლონდონში.[4] 2014 წელს მან გამოუშვა კოლექცია "La Redoute". 2015 წელს კი მიიღო მოწვეული ჟიურის პრიზი LVMH საერთაშორისო კონკურსში,[5] რომელიც შექმნილია დელფინ არნაულტის მიერ ახალგაზრდა მოდის დიზაინერებისათვის.[6]
2017 წელს, ჟაკმუსმა თავის კოლექციებში დაამატა ფეხსაცმლის ხაზი.[7] 2018 წელს მან ასევე გამოაცხადა, რომ ის შექმნიდა მამაკაცის ტანსაცმლის ხაზსაც, რომელსაც 2019 წელს გამოუშვედა. [8] ფეხსაცმლის გარდა, ჟაკმუსი ასევე ქმნის ხელჩანთებსა და ქუდებს. [9][10]
მან წვლილი შეიტანა მშობლიურ რეგიონში რესტორანი "ციტრონის" გახსნაში, რომელიც მდებარეობს "Galeries Lafayette des Champs-Elysees"-ში, რომელმაც 2019 წლის 28 მარტს ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება.[11]
2019 წლის 24 ივნისს მან მოაწყო აღლუმი ბრენდის ათი წლის აღსანიშნავად. მან მოდის სამყარო მოიწვია ლავანდის ველზე და წარადგინა თავისი ახალი კოლექცია "Le coup de soleil".[12]
მისი კოლექცია გაზაფხული/ზაფხული 2021, "L'Amour", იყო სიმარტივისა და რომანის თემებზე. მან გადაცემაში ინტერვიუს დასაწყისში განაცხადა, რომ ეს არის ”როგორც უბრალო ქვეყნის ქორწილი ან მოსავლის ფესტივალი”. შოუ გაიმართა ხორბლის მინდორში, პარიზთან ახლოს რომელიც მხოლოდ 1 საათს გაგრძელდა არსებული პანდემიის გამო, და შოუს მხოლოდ 100 სტუმარი დაესწრო.[13]