სოფლის მეურნეობა ესტონეთში

ფერმა ესტონეთში.

სოფლის მეურნეობამ ესტონეთში კოლექტიური მეურნეობის და საბჭოთა მეურნეობებისს გაუქმების შემდეგ მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა.[1]

1991 წელს სამუშაო ძალის დაახლოებით 12 % სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული და ესტონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 15,4 %-ს ქმნიდა. ესტონეთს აქვს დაახლოებით 1,3 მილიონი ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწა საიდანაც 1 მილიონი სახნავია. საბჭოთა პერიოდში სახნავი მიწის რაოდენობა დაახლოებით 405 000 ჰექტრამდე შემცირდა. კოლექტივიზაციამ 1940-იანებში და 1950-იანებში ესტონეთის სოფლის მეურნეობას ბევრი პრობლემები მოუტანა. მიუხედავად ამისა ესტონეთში სოფლის მეურნეობა უფრო ნაყოფიერი იყო ვიდრე საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი. 1990 წელს ქვეყანაში იყო 221 კოლექტივი და 117 სახელმწიფო ფერმა, თითოეული დაახლოებით 350-400 მუშით. მეურნეობების შინაური საქონელის საშუალო რაოდენობა იყო 1900 მსხვილი რქოსანი საქონელი და 2500 ღორი. ესტონეთი სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში რძის და ხორცის სიდიდით მეორე ექსპორტიორი იყო. სოფლის მეურნეობა ასევე წარმოადგენდა საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი ინდუსტრიის კარგ საფუძველს.[1]

ესტონეთის სოფლის მეურნეობაში რეფორმები 1989 წელს პირადი ფერმის კანონის მიღებით დაიწყო. კანონი ფიზიკურ პირებს აძლევდა უფლებას დასამუშავებლად მიეღოთ 15 ჰექტარი მიწა. მიწა მემკვიდრეობით გადაეცემოდათ, თუმცა არ შეეძლოთ გაეყიდათ ან შეეძინათ. კანონის მიღებიდან 6 თვეში დაახლოებით 2000 ახალი ფერმერი დარეგისტრირდა, ხოლო წელიწადში კიდევ დაახლოებით 3500. 1991 წელს ფერმერებს მიწის სრული ფლობის უფლება მიეცათ, ამან მათი რაოდენობა წლიურად 7200-ით გაზარდა. 1993 წლისთავის ჯამში 8781 ახალი ფერმა იყო, რომელიც დაახლოებნით 225 000 ჰექტარ მიწას ამუშავებდნენ.[1]

ინდივიდუალური ფერმების შექმნის პარალელურად ბევრი კოლექტიური ფერმა დაიშალა. გაიზარდა კორუფციის და ფერმების აღჭურვილობების სპონტანური პრივატიზაციის შემთხვევები. ესტონეთის ზოგიერთი წარმატებული ფერმა კოოპერატივად გადაკეთდა. მიუხედავად წარმატებული სოფლის მეურნეობისა საკუთარი მოწეული მოსავლის წვლილი მაინც დიდ წილს იკავებს. ესტონეთში ნაწარმოები საკვების დაახლოებით 20 % საკუთარი მოხმარებისთვის არის მოყვანილი.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Estonia - Economic Sectors, Library of Congress, accessed Dec. 11, 2013