სსრკ-ის სახალხო ექიმი | |
სამკერდე ნიშანი „სსრკ სახალხო ექიმი“ | |
ქვეყანა | სსრკ |
პირველად გადაეცა | 9 აგვისტო, 1978 |
ბოლოს გადაეცა | 20 დეკემბერი, 1991 |
სსრკ-ის სახალხო ექიმი — საპატიო წოდება, რომელიც ენიჭებოდა სამედიცინო დაწესებულებების (ამბულატორიების, სამშობიარო სახლების, საავადმყოფოების) და სხვა სანიტარული, სამკურნალო-პროფილაქტიკური ჯანდაცვის ორგანიზაციების ექიმებს თავისი დიდი წვლილისთვის სახალხო ჯანდაცვის განვითარებაში, პროფესიული ოსტატობის, მაღალი მორალური თვისებებისა და პროფესიულ საქმიანობაში თავდადებისათვის. დაწესდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებით.[1] სსრკ-ის დაშლისთანავე ჯილდომ შეწყვიტა არსებობა.
ჯილდოს ანიჭებდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი სსრკ-ის ჯანდაცვის სამინისტროს წარდგინებით. „სსრკ-ის სახალხო ექიმის“ საპატიო წოდებასთან ერთად დაჯილდოებულებს გადაეცემოდათ სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი და დადგენილი სახის სამკერდე ნიშანი. სამკერდე ნიშნის ტარება შეიძლებოდა მკერდის მარჯვენა მხარეს, სსრკ-ის სხვა ორდენების ზემოთ.
საქართველოდან საპატიო წოდების მფლობელები გახდნენ