სულაქი (ფინდიქლის რაიონი)

სოფელი
სულაქი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია რიზეს პროვინცია
რაიონი ფინდიქლის რაიონი
კოორდინატები 41°12′58″ ჩ. გ. 41°11′52″ ა. გ. / 41.21611° ჩ. გ. 41.19778° ა. გ. / 41.21611; 41.19778
ადრეული სახელები ქვედა მზუგუ
საფოსტო ინდექსი 00053
სულაქი (ფინდიქლის რაიონი) — თურქეთი
სულაქი (ფინდიქლის რაიონი)

სულაქი (თურქ. Sulak) — სოფელი ფინდიქლის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 68 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ ფინდიქლიდან 8 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 307 ადამიანი ცხოვრობს.[2]

ძველი სახელი არის ქვემო მზუღუ. კულტურის ისტორიკოსმა ნიკო მარმა, ეს დასახლება, რომელიც ლაზური სოფელია, 1910 წელს ჩაწერა როგორც მზუღუ-ი სუფლა.[3] 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში ქვემო მზუღუ და ზემო მზუღუ მოხსენიებულია როგორც ერთი სოფელი სახელწოდებით ზუღუ (زوغو).[4] 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში, ქვემო მზუღუ სოფელი ჩაწერილია როგორც ზუღუ-ი სუფლა (زوغو سفلا), ხოლო ზემო მზუღუ როგორც ზუღუ-ი ულია (زوغو علیا).[5]

ქვემო მზუღუ მდებარეობს ანტიკური ხანის სამეფო კოლხეთის საზღვრებში. ოსმალებმა ეს რეგიონი, სადაც სოფელი მდებარეობს, დაიპყრეს 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ. ტრაპიზონის სამხედრო ოლქის საზღვრებში მყოფი ქვემო მზუღუ, ზემო მზუღუსთან ერთად, როგორც ერთი სოფელი, 1867 წელს დაარსებული ტრაპიზონის პროვინციის ლაზისტანის სანჯაყის საზღვრებში შედიოდა. 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში „ზუღუ“-დ მოხსენიებული სოფელი, ამ სანჯაყის ჰოპას რაიონის არჰავის უბნის ნაწილი იყო. სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 93 ოჯახში მცხოვრები 241 ადამიანისგან. თითო ოჯახზე საშუალოდ 2.6 ადამიანის მოსვლა მიუთითებს, რომ სოფელში მხოლოდ მამაკაცთა რაოდენობა იყო დადგენილი. როდესაც დავამატებთ იმდენივე ქალს, რამდენიც მამაკაცია, ზუღუს მოსახლეობა შეადგენს 482 ადამიანს. სოფძლიო სამეურნეო მიზნით ზუღუში აღრიცხულია 450 ცხვარი და თხა, 232 ძროხა და 6 ხარი.[6]

ქვემო მზუღუ, 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში, „ზუღუ-ი სუფლა“ სახელწოდებით შედიოდა რიზეს პროვინციის ჰოპას რაიონის ვიჩეს უბანში.[5] 1935 წლის საყოველთაო აღწერაში სოფელი, რომელიც ჩაწერილია როგორც „ზუღუსუფლა“,შედიოდა ჩორუჰის პროვინციის (რომელიც შეიქმნა რიზეს და არტვინის პროვინციების ადგილზე) ჰოპას რაიონის ვიჩეს უბანში და მისი მოსახლეობა შეადგენდა 485 ადამიანს.[7] ქვემო მზუღუ, 1940 წლის საყოველთაო აღწერაში ჩაწერილია როგორც „ზუგუსუფლა“,ხოლო 1950 წლის აღწერაში როგორც „სულაქი“.ამ ორ თარიღს შორის სოფლის სახელი, როგორც ჩანს, შეიცვალა სულაკად. 1940 წელს სოფელი ეკუთვნოდა ჩორუჰის პროვინციის ჰოპას რაიონის ვიჩეს უბანს, ხოლო 1950 წელს ჩორუჰის პროვინციის ფინდიკლის რაიონის ცენტრალურ უბანს. 1940 წელს ქვემო მზუღუში ცხოვრობდა 478 ადამიანი, ხოლო 1950 წელს - 568 ადამიანი.[8][9]მიუხედავად სახელის შეცვლისა, სოფლის ძველი სახელი ახალ სახელთან ერთად კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გამოიყენებოდა ოფიციალურ ჩანაწერებში, როგორც „სულაქი (აშაღიზუღუ)“.[10]

  1. Sulak Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  2. Rize Fındıklı Sulak Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
  3. Nikolay Marr, „Lazistan'a Yolculuk (Çeviri: Yulva Muhurcişi), İstanbul, 2016, s. 77, ISBN 9786055753634.
  4. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 368, ISBN 9789157871117.
  5. 5.0 5.1 „Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 622.
  6. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 369, ISBN 9789157871117.
  7. 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 406.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020. ციტირების თარიღი: 20 Temmuz 2021.
  8. 1940 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1944, s. 169.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 11 Mart 2022.
  9. Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1954, s. 137.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 11 Mart 2022.
  10. 1980 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1981.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 20 Temmuz 2021.