ტასეკ-მერიმბუნი (მალ: მერიმბუნის ტბა) — უდიდესი ბუნებრივი ტბა ბრუნეიში. მდებარეობს მუკიმ რამბაის მახლობლად, ტუტონგის რაიონში, დედაქალაქ ბანდარ-სერი-ბეგავანიდან 70 კმ-ის დაშორებით.[1] S-ის ფორმის ტბა ქალაქ ტუტონგიდან 27 კმ-ითაა დაშორებული და გარშემორტყმულია 7 800 ჰექტარის ფართობის ტასეკ-მერიმბუნის მემკვიდრეობის პარკით.
ტასეკ-მერიმბუნი მუქი ფერისაა. წყალში ჩაცვენილი ფოთლოების გამო იგი შავი წყლის კატეგორიას მიეკუთვნება. ტბა და მისი შემოგარენი ფაუნის (ფრინველების, ძუძუმწოვრებისა და რეპტილიების) მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ვიზიტორებს ტბისა და მასში მდებარეო ორი კუნძულის გამოსაკვლევად ნავის დაქირავება შეუძლიათ. ტბის ცენტრში მდებარე პატარა კუნძულზე მოხვედრა ხის ბილიკითაცაა შესაძლებელი. აქ ხის მორებისგან საპიკნიკე ადგილია მოწყობილი.[2]
1967 წელს ბრუნეის მუზეუმების დეპარტამენტის პირველმა დირექტორმა ტასეკ-მერიმბუნი პოტენციურ ველური ბუნების თავშესაფრად შეაფასა. 1983-84 წლებში ტასეკ-მერიმბუნის ბიომრავალფეროვნებისა და სოციო-ეკონომიკური შესწავლის დროს იშვიათი Megaerops wetmorei აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენის შემდეგ, 1984 წლის 29 ნოემბერს ტასეკ-მერიმბუნის მემკვიდრეობის პარკი ასეანის მემკვიდრეობის პარკების სიაში შეიტანეს.[3]
|