ქალაქი | |
---|---|
ტორნბი დან. Tårnby | |
ტორნბის სტადიონი | |
ქვეყანა |
![]() |
რეგიონი | დედაქალაქის ოლქი |
კოორდინატები | 55°38′00″ ჩ. გ. 12°36′00″ ა. გ. / 55.63333° ჩ. გ. 12.60000° ა. გ. |
ფართობი | 64,95 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 2 მეტრი |
მოსახლეობა | 40 214 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 619 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
ოფიციალური საიტი | taarnby.dk |
ტორნბი (დან. Tårnby) — ქალაქი დანიაში, დედაქალაქის ოლქში, ტორნბის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2009 წლის მონაცემებით მოსახლეობა 40 214 ადამიანს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ტორნბის დასახლების ზუსტი თარიღი უცნობია, ერესუნის ხიდის აგების წინ განხორციელებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ივარადუა, რომ იგი XII საუკუნეში წარმოიქმნა სოფლის სახით, რომელიც ფერმის გარშემო განვითარდა.[1]
XV საუკუნეში, დანიის მეფე კრისტიან II-მ აქ ჰოლანდიელი ახალმოსახლეები მოიწვია. შედეგად, ტორნბისა და მის მეზობელ დრაგერის ისტორიასა და კულტურას მცირე ჰოლანდიური გავლენა ეტყობა.[2]