უკუგდება — პოლიტიკურ მეცნიერებაში არის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პოლიტიკის ძალის გამოყენებით (როგორც წესი რეჟიმის შეცვლით) შეცვლის ან გაუქმების სტრატეგია. შეკავებასთან კონტრასტში, რომელიც ნიშნავს სახელმწიფოს გავრცელების ხელის შეშლას და საერთაშორისო დაძაბულობის განტვირთვასთან, რომელიც ნიშნავს სახელმწიფოსთან ურთეირთობების გაუმჯობესებას. უკჯუგდების დოქტრინის შესახებ დისკუსიების და განხილვების უმეტესობა მოდის აშშ-ის ცივი ომის პერიოდის საგარეო საქმეთა პოლიტიკაზე, კომუნისტური სახელმწიფოების მიმართ. უკუგდების სტრატეგია უშედეგოდ გამოცადეს ღორების ყურის შეჭრისას და კორეის ომში, თუმცა სასარგებლო აღმოჩნდა აშშ-ის მიერ გარანადაში შეჭრისას 1983 წელს. აშშ-ის მთავრობა განიხილავდა უკუგდების დოქტრინის გამოყენებას აღმოსავლეთ გერმანიაში 1953 წლის აჯანყების და უნგრეთის 1956 წლის რევოლუციისას, თუმცა სსრკ-სთან ომის შესაძლო დაწყების მიზეზით უკან დაიხიეს[1]
აშშ-ის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების უკუგდება მოხდა მეორე მსოფლიო ომში (იტალია 1943 წელს, გერმანია 1945 წელს და იაპონია 1945 წელს) ავღანეთის 2001 წლის ომში (თალიბანების წინააღმდეგ) და ერაყის ომისას 2003 წელს (სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ). უკუგდებას ზოგ შემთხვევაში „რეჟიმის შეცვლას“ უწოდებენ.[2]
ტერმინი „უკუგდება“ პოპულარული 1940-1950-იანებში გახდა, თუმცა ეს ტერმინი ბევრად უფრო ძველია. ზოგი ბრიტანელი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის აგრესიას პოლონეთის წინააღმდეგ და 1835 წელს წამოაყენეს კოალიციის იდეა რომელიც „გაერთიანდებოდა რათა უკუეგდო რუული ბარბარიზმი.“[3] შოტლანდიელმა ნოველისტმა და სამხედრო ისტორიკოსმა, ჯონ ბუჩანმა 1915 წელს ამერიკულ-ინდიურ ომებზე დაწერა, "მე ვიხსენებ ინდოეთის ომის ამბებს, და ვერ ვიჯერებ რომ თეთრმა კაცებმა, შეიარაღებულებმა დ აგაფრთხილებულებმა, შეძლეს ჩეროკების უკუგდება.“[4]
მეორე მსოფლიო ომში უკუგდების დოქტრინა მოიცავდა სამხედრო ოპერაციებს რომლებსაც უნდა გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალები და უნდა მოეხდინათ სახელმწიფოების სრული ოკუპაცია, როგორც ეს იტალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში და იაპონიაში მოხდა.[5][6]
სამხედრო უკუგდების სტატეგია სსრკ-ის შინააღმდეგ კონსერვატივმა სტრატეგისტმა, ჯეიმზ ბურნჰემმა წამოაყენა[7] და ტრუმენის ადმინისტრაციამ ის კორეის ომისას გამოიყენა. ასევე დიდი დებატები იყო უნდა გამოეყენებინა თუ არა უკუგდება აშშ-ს კომუნისტურ აღმოსავლეთ ბლოკში 1953-1956 წლებში, თუმცა საბოლოოდ სსრკ-ისთან პირდაპირი დაპირისპირების საშიშროების შექმნის შემდეგ ამ გეგმაზე უარი განაცხადეს.[8]
სამხედრო „უკუგდების“ ნაცვალდ, აშშ-მ დაიწყო გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ომი და პროკომუნისტური რეჟიმების ეკონომიკური, ხოლო ანტიკომუნისტური პარტიზანების და წინააღმდეგობების სამხედრო დახამრება. უკრაინის და ბალტიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობის მებრძოლეებისათვის იარაღების მიწოდება აშშ-მ ჯერ კიდევ 1945 წელს სცადა. კიდევ ერთი ასეთი მცედოლაბა იყო ალბანეთში 1949 წელს, სადაც აგენტების ჯგუფი უნდა ჩასულიყო და პარტიზანული ომი წამოეწყო, თუმცა ოპერაციას უღალატა კიმ ფილბიმ, რომელიც ბრიტანეთის და სსრკ-ის ორმაგი აგენტი იყო, ოპერაციაში მონაწილე ყველა აგენტი დააპატიმრეს ან მოკლეს.[9]
კორეის ომიში, აშშ-მ და გაერომ ოფიციალურად მიიღეს უკუგდების დოქტრინის პოლიტიკა (ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური მთავრობის განადგურება) და 38-ე ჩრდილოეთ პარალელზე გაგზავნეს გაეროს შეიარაღებული ძალები.[10] სტრატეგიამ ომში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩართვა გამოიწვია და აშშ-ის და გაეროს ძალები 38-ე პარალელთან დაბრუნდნენ. სტრატეგიის ჩავარდნამ აშშ-ის შეკავების პოლიტიკაზე დაბრუნება განაპირობა.[11][12]
რესპუბლიკელმა სპიკერი ჯონ ფოსტერ დულსი ლიდერობდა უკუგდების პოლიტიკის ხელახლა პოპულარიზაციას.[13] 1952 წლის რესპუბლიკური პარტიის ნაციონალურმა პლატფორმამ გაამყარა ეს პოზიცია და პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა დულსი სახელმწიფო მდივნად დანიშნა. თუმცა, ეიზენჰაუერმა 1953 წლის ოქტომბერში შეკავების პოლიტიკა აითვისა უკგდების დოქტრინის ნაცვლად, ნაციონალური უაფრთხოების საბჭოს დოკუმენტი NSC 162/2-ის მიხედვით.[14]
ეიზენჰაუერი ცენტალურ სადაზვერვო სააგენტოს დაეყრდნო პატარა მტულად განწტობილი მთავრობების ჩამოშორებაში ხოლო, აშშ-ის მხარდამჭერ ტავრობებს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა გაუგზავნა. 1953 წლის აგვისტოში, აშშ, დიდ ბრიტანეთთან ერთად, შეიმუშავა ოპერაცია აიაქსი რათა დახმარებოდნენ ირანის არმიას ირანის 1953 წლის სამხედრო გადატრიალებაში, სადაც ძალუფლებაში შაჰი დაბრუნდა[15] ეიზენჰაუერის მრჩეველი ჩარლზ დუგლას ჯაქსონი ასევე კოორდინირებას უწევდა კომუნიზმის წინააღმდეგ მიმართულ ფსიქოლოგიურ ომს. რადიო თავისუფალი ევროპა, კერძო ორგანიზაცია რომელიც დაფიუძნებული იყო აშშ-ის კონგრესის მიერ, გადასცემდა პირდაპირ შეტევებს აღმოსავლეთ ევროპის კომუნიზმის წინააღმდეგ.[16]
„უკუგდებამ“ დიდი პოპულარობა მოიპოვა აშშ-ში 1980-იან წლებში. რეიგანის ადმინისტრაციამ, მემკვიდრეობის ფონდის და სხვა კონსერვატიული ორგანიზაციების გავლენით, დაიწყო იარაღების მიწოდება ავღანეთში მოჯაჰიდებისათვის, ნიკარაგუაში კონტრასთვის და სხვა წინააღმდეგობის მოძრაოებისათვის ანგოლასა და კამბოჯაში. აშშ-მ ასევე ამ პერიოდში წამოიწყო გრანადაში შეჭრა ამერიკის მოქალქეების დასაცაად და კონსტიტუციურიბ მთავრობის ძალაუფლებაში დასაბრუნებლად „მემარცხენეების ბანდის დაუნდობელი განგსტერების“ გადატრიალების შემდეგ.[17][18] რეიგანის ჩარევები სხვა სახელმწიფოების საქმეებში და წინააღმდეგობის მოძრაობების დახმარებები ცნობილი გახდა როოგრც რეიგანის დოქტრინა.[19]
ერაყის მიერ ქუვეითში შეჭრის შემდეგ, 1990 წლის 2 აგვისტოს, დასავლეთ არმიების კოალიცია გადასროლილი იქნა საუდის არაბეთში ქუვეითის სადამ ჰუსეინის დიქტატურისაგან დასაცავაად. ქუვეითის გათავისუფლების შემდეგ, აშშ-ის ბევრი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი ერაყის სრულ ოკუპაციას და სადამ ჰუსეინის რეღიმის „უკუგდებას“ ითხოვდა, რაც ბუშმა არ გააკეთა.[20]
პრეზიდენტი ჯორჯ უოლკერ ბუშის პოლიტიკები მსგავსი იყო მამამისის პოლიტიკებისა. 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ, NATO-ს კოალიციასთან ერთად დაიწყო ომი ავღანეთში ალ-კაიდას შესაჩერებლად. ბუშმა კონგრესს განუცხადა:
ბუში ასევე ეწინაარმდეგებოდა სადამ ჰუსეინის დიქტატურას ერაყში, რეჟიმს „ბოროტების ღერძის“ ნაწილი უწოდა, რომელიც ასევე მოიცავდა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას.[22] დამატებით, ბუშის ადმინისტრაციას სჯეროდა რომ სადამ ჰუსეინის განკარგულებაში ბირთვული იარაღები იყო.[23] შესაბამისად, 2003 წლის მარტში აშშ-ის არმია შეიჭრა ერაყში, დაიწყო ერაყის ომი და დაამხო სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმი.