ფატუმატა ტამბაჯანგი

ფატუმატა ტამბაჯანგი
ფატუმატა ტამბაჯანგი
ტამბაჯანგი 2017 წელს
გამბიის ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა23 იანვარი, 2017
პრეზიდენტი  ადამა ბაროუ

გამბიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1994 – 1995
პრეზიდენტიიაჰია ჯამე
წინამორბედილანდინგ სონკო
მემკვიდრენიიმასატა სანე-ბოჯანგი

დაბადებული22 ოქტომბერი, 1949
ბრიკამა, გამბია
პოლიტიკური პარტიაგამბიის გაერთიანებული დემოკრატიული პარტია

ფატუმატა ტამბაჯანგი (ინგლ. Fatoumata Tambajang; დ. 22 ოქტომბერი, 1949, ბრიკამა, გამბია) — გამბიელი პოლიტიკოსი და აქტივისტი. გამბიის ვიცე-პრეზიდენტი 2017 წლის 23 იანვრიდან.

დაიბადა 1949 წლის 22 ოქტომბერს გამბიის ქალაქ ბრიკამაში. მიეკუთვნება ფულბეს ტომს. იგი სწავლობდა ჯერ გამბიაში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში[1]. მან დაასრულა ნიცის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი საფრანგეთში[2].

ტამბაჯანგი მუშაობდა გამბიის პირველი პრეზიდენტის, დაუდა კაირიბა ჯავარას მრჩევლად ქალთა და ბავშვთა საკითხებში. თავჯდომარეობდა გამბიის ქალთა ეროვნულ საბჭოს. 1994-1995 წლებში ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრია[3]. გამბიის ისტორიაში იგი არის პირველი ქალი მინისტრთა კაბინეტში (მეორეს სუსან ვაფა-ოგოოს საგარეო სქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა 2012-2013 წწ.)[4].

2015 წლის აპრილიდან გამბიის გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის წევრია. 2017 წლის 23 იანვრიდან დანიშნეს ვიცე-პრეზიდენტად.

ჰყავს რვა შვილი[1].

  1. 1.0 1.1 Jobe, Alhagie (23 January 2017). „Fatoumata Tambajang is Gambia’s new Vice President“. Fatu Network. ციტირების თარიღი: 23 January 2017.
  2. „Controversy Surrounds Fatoumatta Jallow Tambajang’s VP Appointment; Constitutionally She Is Overaged“. Freedom Newspaper. 24 January 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 24 January 2017.
  3. The Republic of The Gambia. ციტირების თარიღი: 23 January 2017
  4. Perfect, David (2016). Historical Dictionary of the Gambia. Lanham, Maryland: Rowman & Littlefield, გვ. 446.