ფეხტროპიანი მოლუსკები | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Pterotracheoidea (Rafinesque, 1814) | ||||||||||
სინონიმები | ||||||||||
| ||||||||||
|
ფეხტროპიანი მოლუსკები (ლათ. Pterotracheoidea) — ზღვებში თავისუფლადმცურავი მუცელფეხიანების ჯგუფი წინალაყუჩიანი მოლუსკების ქვეკლასისა. მათი სხეულის სიგრძე 10 სმ (იშვიათად 50 სმ) აღწევს. უმრავლესობას ნიჟარა გადაგვარებული აქვს. მუცლის მხარეზე ფეხი გადაქცეულია ტროპისმაგვარ ფარფლად (აქედანაა სახელწოდება). მტაცებლებია, გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროპკული ზონის ზღვებსა და ოკეანეებში.