ფლოელა ბენჟამინი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 სექტემბერი, 1949 პუანტ-ა-პიერი, ტრინიდადი და ტობაგო |
საქმიანობა | მწერალი |
ფლოელა ბენჟამინი (ინგლ. Floella K. Y. Benjamin) (დ. 23 სექტემბერი, 1949, პუანტ-ა-პიერი, ტრინიდადი და ტობაგო)[1] — ბრიტანელი მსახიობი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი,[2] ექსეტერის უნივერსიტეტის კანცლერი. მიჰყავდა სატელევიზიო გადაცემები, როგორებიცაა: Play School და Play Away.
ფლოელა ბენჟამინმა 1960 წელს ემიგრაცია განიცადა და საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა. სწავლობდა როუზმიდის მოსამზადებელ სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია. ამის შემდეგ მან ბანკში დაიწყო მუშაობა, ამის პარალელურად სწავლობდა საღამოს სკოლაში. თამაშობდა სხვადასხვა როლებს ვესტ-ენდის თეატრში. 1976 წელს ბავშვთა სატელევიზიო გადაცემების წამყვანი გახდა. ამ პერიოდში, ფლოელა სატელევიზიო გადაცემების გარდა თამაშობდა ეპიზოდურ როლებს ფილმებში. 1987 წელს მან დააარსა საკუთარი კომპანია, რომელიც სატელევიზიო გადაცემების მომზადებით იყო დაკავებული.