მუნიციპალიტეტი | |
---|---|
ფლორენცია Florencia | |
| |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | სიეგო-დე-ავილის პროვინცია |
კოორდინატები | 22°08′51″ ჩ. გ. 78°58′01″ დ. გ. / 22.14750° ჩ. გ. 78.96694° დ. გ. |
ფართობი | 286 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 110 მ |
მოსახლეობა | 19 811 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 69,3 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-336 |
ფლორენცია — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, სიეგო-დე-ავილის პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ჩამბასის სამხრეთით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთიანია, გამოირჩევა ულამაზესი მდინარეებით, ტყეებით და მიწისქვეშა მდინარეებიანი მღვიმეებით. 1991 წელს აშენდა უზარმაზარი ჰიდრავლიკური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ფლორენციისა და ტამარინდოს ნახოფიერ ხეობებში. პროვინციის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ფლორენცია ერთადერთია რომლის ეკონომიკაც თამბაქოს ემყარება.
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 19 811 ადამიანს შეადგენდა.[1] 286 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 69,3 ადამიანი კმ²-ზე.[2] ამჟამად შემიჩნევა მოსახლეობის უარყოფითი ზრდის ტემპი, რომელიც 2004 წელს -4,59 იყო. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის მთლიანად პროვინციასტან მიმართებაში, როდესაც მისი მთლიანი მოსახლეობის ზრდის ტემპი ყველაზე მაღალია მთელს ქვეყანაში.
|