ფრანჩესკო ძაგატი (იტალ. Francesco Zagatti; დ. 18 აპრილი, 1932 — გ. 7 მარტი, 2009) — იტალიელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა მცველის პოზიციაზე. საფეხბურთო კარიერა დაიწყო მილანში. როსონერიში მისი დებიუტი შედგა 1952 წლის 1 ივნისს ლაციოსთან. ის თამაში ფრედ 1-1 დასრულდა. მილანის რიგებში ჩატარებული აქვს 214 თამაში და გატანილი აქვს 1 გოლი.[1]