სოფელი | |
---|---|
ქაიაღანთაში | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | რიზეს პროვინცია |
რაიონი | პაზარის რაიონი |
კოორდინატები | 41°05′48″ ჩ. გ. 41°00′33″ ა. გ. / 41.09667° ჩ. გ. 41.00917° ა. გ. |
ადრეული სახელები | სითორი |
ქაიაღანთაში (თურქ. Kayağantaş) — სოფელი პაზარის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 52 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ პაზარიდან 17 კილომეტრში.[1] 2021 წლის მონაცემებით სოფელში 40 ადამიანი ცხოვრობს.[2]
სოფელ ქაიაღანთაშის ძველი სახელია „სითორი“.[3] ეს ტოპონიმი თურქულში შევიდა როგორც „სითორ“.[4]
სოფელი სითორი მდებარეობდა ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ პერიოდში კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. ოსმალებმა, მას შემდეგ რაც 1461 წელს გაანადგურეს ტრაპიზონის იმპერია, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს.[5] თუმცა, ეს დასახლება ძველ ჩანაწერებში ცალკე სოფლად არ მოიხსენიება. ცნობილია, რომ ის ადრე სოფელი „ჰაქოს“ უბანი იყო. კერძოდ, 1957 წელს „სითორის“ უბანი, რომელიც სოფელ ჰაქოს ეკუთვნოდა, გადაკეთდა სოფლის სახელწოდებით „ქაიაღანთაში“.[6] 1965 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქაიაღანთაშის სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 90 ადამიანს, რომელთაგან მხოლოდ 8 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა.[7]