ქასიმ ბეი ზაქირი | |
---|---|
აზერ. قاسم بَی ذاکر | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 1784[1] |
დაბადების ადგილი | შუშა |
გარდაცვალების თარიღი | 1857[1] |
გარდაცვალების ადგილი | შუშა |
დასაფლავებულია | Mirza Hasan cemetery |
ფსევდონიმი | Zakir |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
ყარაბაღის სახანო რუსეთის იმპერია |
შვილ(ებ)ი | Ali bey Fuladov |
ქასიმ ბეი ალიბექ-ოღლუ ზაქირი (აზერ. Qasım bəy Zakir; დ. 1784, შუშა —1857) — აზერბაიჯანელი პოეტი. ფ. ქასიმზადეს აზრით აზერბაიჯანულ ლიტერატურაში კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი.[2]
ქასიმ-ბეი დაიბადა შუშაში ყარაბახის წარჩინებულ ოჯახში, ჩამომავალი ჯავარშირების გვარიდან. მისი მამა იყო შეძლებული მიწათმფლობელი, რაც საშუალებას აძლევდა შვილისათვის კარგი განათლება მიეცა. ქასიმ-ბეიმა განათლება მიიღო მუსულმანურ სასულიერო სასწავლებელში. მან შეისწავლა არაბული და სპარსული, ასევე კლასიკური აღმოსავლური ლიტერატურა.
ქასიმ-ბეი ზაქირი მსახურობდა მეფის არმიაში და მონაწილეობდა ორ რუსულ-სპარსულ ომში 1804-1813 და 1826—1828 წლებში. დემობილიზაციის შემდეგ პოეტი ცხოვრობდა სოფელ ხინდირისტანში, რომელიც საჩუქრად გადასცა მას მეხტიგულუ ხანომ ჯავანშირმა. მალე ქასიმ-ბეი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის თავისთან იფარავდა დევნაში მყოფ ბიძაშვილს ბეხბუდ-ბეი ჯავანშირს. ზაქირი დააპატიმრეს და შუშაში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გააგზავნეს ბაქოში. მეგობრების აქტიური ძალისხმევითა და დახმარებით ზაქირი თავისუფლებაზე გამოვიდა და დაბრუნდა სახლში, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა. ქასიმ-ბეი გარდაიცვალა 1857 წელს შუშაში და დაიკრძალა მირზა ხასანის სასაფლაოზე. მისი ლექსები პირველად გამოიცა აზერბაიჯანის სსრ-ში.