შიპკა | |
---|---|
Šipka | |
შიპკა | |
კოორდინატები: 49°35′14″ ჩ. გ. 18°07′09″ ა. გ. / 49.58749389° ჩ. გ. 18.11919778° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩეხეთი |
ტერიტორიული ერთეული | მორავია-სილეზიის მხარე |
აბსოლუტური სიმაღლე | 440 მ |
ტიპი | კარსტული |
შიპკა (ჩეხ. Šipka) — კარსტული მღვიმე ჩეხეთში, ქალაქ შტრამბერკის სიახლოვეს, მორავია-სილეზიის მხარეში. მდებარეობს ზღვის დონიდან 440 მ სიმაღლეზე. 1880 წელს მღვიმეში აღმოჩნდა ნეანდერტალელი ბავშვის ყბის ქვედა ფრაგმენტი. საკუთრივ ბავშვი სავარაუდოდ გარდაიცვალა 9-10 წლის ასაკში.[1] მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა 1879-1893 წლებში, კარელ იაროსლავ მაშკას მიერ. მღვიმეში შესაძლოა ბინადრობდნენ ნეანდერტანელელები და მღვიმური დათვები. აღმოჩენილია მუსტიეს ხანის ინსტრუმენტები და კერის კვალი.