შლამი | |
---|---|
ჟანრი | მოთხრობა |
ავტორი | ანტონ ჩეხოვი |
მშობლიური ენა | რუსული |
დაწერილია | 1886 |
გამოცემულია | 29 ოქტომბერი, 1886 |
შლამი (რუს. Тина) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1886 წელს დაიწერა. პირველად, 1886 წლის 29 ოქტომბერს, გაზეთ „ახალი დრო“-ს 3832-ე ნომერში გამოქვეყნდა.
მოთხრობა „შლამი“ ორი ნაწილისაგან შედგება. ანტონ ჩეხოვმა ის 1886 წელს დაწერა და პირველად იმავე წლის 29 ოქტომბერს, გაზეთ „ახალი დრო“-ს 3832-ე ნომერში გამოქვეყნდა მინაწერით: ან. ჩეხოვი. 1888 წელს მოთხრობა საავტორო უფლებებით დაიბეჭდა კრებულში „მოთხრობები“. უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ა. მარქსის მიერ ანტონ ჩეხოვის ნაწარმოებების გამოსაცემად მოსამზადებელი პერიოდის ეტაპზე.
ანტონ ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა გერმანულ, სლოვაკურ და ფრანგულ ენებზე ითარგმნა.
მოთხრობაში აღწერილია პორუჩიკ სოკოლსკის ვიზიტი „მ. როტშტეინის მემკვიდრეების“ არყის ქარხნის შენობაში, ქარხნის ებრაელი მეპატრონე სუსანა მოისეევნა როტშტეინთან, 2300 რუბლის ვალის გამო. სუსანა პორუჩიკს აცდუნებს და ვალის ჩანაწერს დაიტოვებს. მოთხრობის მეორე მოქმედი პირია პორუჩიკის ძმა, ალექსეი ივანოვიჩ კრიუკოვი, რომელმაც სოკოლსკის თამასუქის შესახებ ამბავი გაანდო.
არსებობდა მოსაზრება, რომ ებრაელი მაცდურის, სუსანა როტშტეინის აღწერისას, მწერალი შთაგონებული იყო ყოფილი საცოლის, დუნია ეფროსთან არსებული ურთიერთობებით[1]. ებრაელ დუნია ეფროსს დაშორდა, მაგრამ მათ შორის კარგი ურთიერთობა შენარჩუნდა. მასზე მისი მეგობარი, ებრაელი იურისტი და გამომცემელი ეფიმ კონოვიცერი დაქორწინდა[2][3]. რევოლუციის შემდეგ დუნია ეფროსი ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. В 1943 წელს, 82 წლის ასაკში მისი დეპოტაცია მოხდა პარიზის მოხუცებულთა სახლიდან.
თავისუფლების მოყვარული და მაცდური სუსანას სახე განიხილებოდა პრესაში კრიტიკოსებისა და მთარგმნელების მიერ[4].