ჩარლზ ბარბერი | |
---|---|
დაიბადა | 1845[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბადების ადგილი | Great Yarmouth |
გარდაიცვალა | 1894[1] [2] [3] [4] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი |
ჩარლზ ბარტონ ბარბერი (ინგლ. Charles Burton Barber; დ. 1845 — გ. 1894) — ბრიტანელი მხატვარი, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია ბავშვებისა და მათი შინაური ცხოველების ხატვით.
ბარბერი დაიბადა გრეით-იარმუთში, (ნორფოლკის საგრაფო). 18 წლის ასაკიდან სწავლობდა სამეფო აკადემიაში, ლონდონში. იქ 1864 წელს მიიღო ვერცხლის მედალი ნახატისთვის და 1866 წელს პირველად მოეწყო მისი გამოფენა.
მისი სიცოცხლის განმავლობაში ბარბერი ითვლებოდა ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო ცხოველების მხატვრად და იღებდა შეკვეთებს დედოფალ ვიქტორიასგან, დაეხატა მისი სურათები შვილიშვილებთან და ძაღლებთან,[17] ასევე უელსის პრინცის (მოგვიანებით ედუარდ VII) მის შინაურ ცხოველებთან. ბარბერის რამდენიმე პორტრეტი სამეფო კოლექციაშია. 1866-1893 წლებში გამოფენილი იყო სამეფო აკადემიაში. 1883 წელს აირჩიეს მენავთობე მხატვართა სამეფო ინსტიტუტის წევრად.
ბარბერი გახდა ძალიან პოპულარული სპორტული და ცხოველების მხატვარი, რომელიც სპეციალიზებული იყო ძაღლების სენტიმენტალურ პორტრეტებში, უფრო მეტად ბავშვებთან ერთად. მისი ნამუშევრები კვლავ პოპულარულია, ძირითადად მათი კომპეტენტური მხატვრობის გამო.
ბარბერმა მიიღო ბოლო დავალება 1894 წელს, რათა დაეხატა დედოფალი ვიქტორია შვილიშვილებთან ერთად ეტლში. ამ შეკვეთის შემდეგ მალევე გარდაიცვალა ლონდონში.
ბარბერის ბევრი ნახატი დამზადდა ფოტოგრავიურების სახით. მან გამოფენა მოაწყო მენავთობე მხატვრების სამეფო ინსტიტუტში, უოლკერის სამხატვრო გალერეასა და მანჩესტერის სამხატვრო გალერეაში. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი არის ლედი ლევერის სამხატვრო გალერეაში, პორტ-სანლაითში (მერსისაიდის საგრაფო, ინგლისის დასავლეთში).