ჩიმენლი (ხოფის რაიონი)

სოფელი
ჩიმენლი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი ხოფა
კოორდინატები 41°25′00″ ჩ. გ. 41°25′00″ ა. გ. / 41.41667° ჩ. გ. 41.41667° ა. გ. / 41.41667; 41.41667
მოსახლეობა 151 (31 დეკემბერი, 2021)[1] [2]
სასაათო სარტყელი UTC+3 და თურქეთის დრო
საფოსტო ინდექსი 08600
ჩიმენლი (ხოფის რაიონი) — თურქეთი
ჩიმენლი (ხოფის რაიონი)

ჩიმენლი (თურქ. Çimenli) — სოფელი ხოფის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი.[3] სოფლის მოსახლეობა 2021 წლის მონაცემებით 151 ადამიანია.[4]

სოფელი ჩიმენლი, რომელიც ადრე იყო ეშმექაიის უბანი და რომლის ძველი სახელი იყო არდალა, 1971 წელს გამოეყო ამ სოფელს და დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, არდალა ასევე მიიჩნევა სოფელ ჩიმენლის ძველ სახელად.[5]

სოფლი ჩიმენლი მდებარეობის ლაზეთში, რომელიც ანტიკურ ხანაში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. ოსმალებმა, ტრაბზონის იმპერიის განადგურების შემდეგ 1461 წელს, 1547 წელს სრულად დაიპყრეს ეს რეგიონიც.[6] ჩიმენლი, რომელიც ადრე სოფელ ეშმექაიის უბანი იყო, გამოეყო მას და დამოუკიდებელ სოფლად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ 1970 წლის საყოველთაო აღწერაში იგი არ ფიგურირებდა როგორც სოფელი, 1975 წლის საყოველთაო აღწერაში უკვე რეგისტრირებული იყო როგორც ხოფის რაიონის ცენტრალური რაიონის დაქვემდებარებაში მყოფი სოფელი. ამ დროისთვის სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 464 ადამიანისგან.[7]