ხევერცხლა

ხევერცხლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  პროტეასებრნი
სახეობა:  ხევერცხლა
ლათინური სახელი
Leucadendron argenteum
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 30350
ხევერცხლა

ხევერცხლა (ლათ. Leucadendron argenteum)[1]ხე პროტეასებრთა ოჯახისა. გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. იზრდება კაპის ნახევარკუნძულზე, ქალაქ კეიპტაუნის შიდა და ირგვლივ მდებარე ადგილებში.

მარადმწავანე მცენარეა. სიმაღლე 5-7 . ზოგჯერ იზრდება 16 მ-მდე. სიგრძეში წაგრძელებული ხშირი, პირდაპირი ღერო და ნაცრისფერი ქერქი ახასიათებს. რბილი აბრეშუმისებრი კრიალა ვერცხლისებრი ფოთლების სიგრძეა 8-15 სმ, სიგანე 2 სმ. მეტად ლამაზია ყვავილობის პერიოდში. მისი სამშობლოა სამხრეთი აფრიკა. მისი მთავარი პოპულაცია გვხვდება მაგიდა მთების ფერდობებზე, კერძოდ, ეგრეთ წოდებულ „ლომის თავზე“, ერთ-ერთ პარკსა და კირსტენბოშის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, არსებობს კიდევ 2 პოპულაცია სტელენბოსისა და პაარლის სიახლოვეს. წარსულში ხევერცხლა ფართოდ იყო გავრცელებული მაგიდა მთების მხარეებში, თუმცა გადაჭარბებულმა მერქნის გამოყენებამ მოსპო მისი არეალი. ამიტომ დღეისათვის ხევერცხლა იშვიათი და გადაშენების პირას მისული მცენარეა.

ფოთლებს იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობის დასამზადებლად, ქერქს — ტყავის მოსათრიმლად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]