ჯეიმზ ბოლტონი | |
---|---|
დაბ. თარიღი | ნოემბერი, 1735[1] [2] |
დაბ. ადგილი | უორლი-ტაუნი |
გარდ. თარიღი | 7 იანვარი, 1799[1] (63 წლის) |
გარდ. ადგილი | უორლი-ტაუნი |
მოქალაქეობა |
დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის სამეფო |
საქმიანობა | ბოტანიკოსი, ილუსტრატორი, ბოტანიკის ილუსტრატორი, ორნითოლოგი, პტერიდოლოგისტი და მიკოლოგი |
ჯეიმზ ბოლტონი (ინგლ. James Bolton; დ. ნოემბერი, 1735 — გ. 7 იანვარი, 1799) — ინგლისელი ბოტანიკოსი, მიკოლოგი, ორიონთოლოგი და ილუსტრატორი, კრიპტოგამების სპეციალისტი.
დაიბადა უორლი-ტაუნში, იორკშირის საგრაფოში 1735 წელს. 1788-1791 წლებში გამოსცა ოთხტომეული „An History of Fungusses growing about Halifax“,[3] სადაც აღწერილია და მის მიერ ილუსტრირებულია 231 სოკოს სახეობა. ბოლტონის ეს ნამუშევარი პირველი ბრიტანული წიგნია, რომელიც სოკოების თემას ეძღვნება.[4]
1768 წელს ბოლტონი დაქორწინდა სარა ბლეკბერნზე, რომელთანაც ეყოლა ოთხი შვილი.[5] ჯეიმზ ბოლტონი გარდაიცვალა 1799 წლის 7 იანვარს.
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Bolton.[6]