„ჯერ კიდევ ელისი“ | |
---|---|
Still Alice | |
ავტორი | ლიზა ჯენოვა |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური ენა |
გამომცემელი | Pocket Books და iUniverse[1] |
გამოცემის თარიღი | 2007 |
მთარგმნელი | ანა გიგუაშვილი |
ქართულად გამოიცა | 2015 |
oclc | 732649658 |
ISBN | 1-59722-939-3 |
ჯერ კიდევ ელისი (ინგლ. Still Alice) — ამერიკელი მწერლის და ნეირობიოლოგის, ლიზა ჯენოვას სადებიუტო რომანი[2]. პირველად გამოიცა 2007 წელს. იგი 40-ზე მეტი კვირის განმავლობაში New York Times-ის ბესტსელერი იყო. ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე[3]. წიგნში გამოყენებულია მესამე პირის თხრობის სტილი[4].
50 წლის ელის ჰოულენდი ჰარვარდის უნივერსიტეტში ლინგვისტიკის პროფესორია. იგი დაქორწინებულია წარმატებულ ფიზიკოსზე, ჯონ ჰოულენდზე. მათ სამი ზრდასრული შვილი ჰყავთ. ერთ დღეს, ელისი აღმოაჩენს, რომ სიტყვები ავიწყდება. მას ალცჰაიმერის დაავადების ადრეული სტადია აღმოაჩნდება. დაავადება სწრაფად მწვავდება, რაც ელისის ურთიერთობას საკუთარ ოჯახთან და სამყაროსთან საგრძნობლად ცვლის...
ბევერლი ბექჰემმა The Boston Globe-ში დაწერა:
![]() |
„როცა „ჯერ კიდევ ელისი“ დავასრულე, მომინდა, წამოვმდგარიყავი და უცხო ადამიანებით სავსე მატარებელში მეყვირა: „ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოთ!“. „ჯერ კიდევ ელისი“ გარედან, დამკვირვებლის თვალით დანახული ისტორია კი არა, შიგნიდან მოთხრობილი ამბავია. წიგნის მთავარი გმირი ელისია, რომელიც, საბოლოოდ, ჯერ კიდევ ელისია და არა მისი დაავადება.[5]“
|
ჯულია ფოქს გარისონი:
![]() |
„თქვენი ვალია, „ჯერ კიდევ ელისი“ წაიკითხოთ და წააკითხოთ ყველას, ვინც გიყვართ. ის გასწავლით, შეგაშინებთ და შეგცვლით.“
|
მარკ უორნერი:
![]() |
„შედევრი, რომელიც შეეხება ცხოვრების იმ მხარეს, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ წარმოუდგენია.“
|
Memento Films-მა და Killer Films-მა გადაიღო „ჯერ კიდევ ელისზე“ დაფუძნებული ამავე სახელწოდების ფილმი. ფილმის ძირითად როლებში მონაწილეობენ ჯულიანა მური, რომელმაც ოსკარის 87-ე დაჯილდოებაზე ოსკარი მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის[6], ალეკ ბოლდუინი, კრისტენ სტიუარტი და კეიტ ბოსუორთი[7].