ჯიმ შვანთე

„ჯიმ შვანთე“
დამდგმელი რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი
სცენარის ავტორი სერგეი ტრეტიაკოვი
ოპერატორი მიხეილ კალატოზიშვილი, შალვა გეგელაშვილი
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 1930
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
ფილმი ვიკისაწყობში.

ჯიმ შვანთე“ (მარილი სვანეთს) — რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილის 1930 წლის ფილმი. გადაღებულია უშგულის თემში.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში ასახულია ის მკაცრი და აუტანელი პირობები, რომელშიც სვანეთის მოსახლეობას უხდება ცხოვრება. სხვა გასაჭირთან ერთად სვანების პრობლემა მარილის უქონლობა და დეფიციტი იყო. მოსახლეობა ჩადის ბარში, რათა მარილი შეიძინოს და უგზოობის გამო ბევრი იღუპება. საბჭოთა ხელისუფლებას მოსახლეობის დასახმარებლად სვანეთში გზა გაჰყავს.

„ჯიმ შვანთეს“ გადაღებამდე ერთი წლით ადრე კალატოზიშვილის ჯგუფი გაემგზავრა სვანეთში, სადაც გადაიღო მასალა მხატვრულ-აგიტაციური ფილმისთვის „ბრმა“. გადამღებ ჯგუფს უსიამოვნება მოუვიდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რის გამოც სახკინმრეწვის ერთი თანამშრომელი მოკლეს. თბილისში დაბრუნების შემდეგ მასალა დაამუშავეს და დაამონტაჟეს, მაგრამ ნაწარმოები დაწუნებული იქნა მეტწილად კონსტრუქციული წყობის და არა ნაწარმოების იდეის გამო. კალატოზიშვილს უზარმაზარი გამოუყენებელი მასალა შერჩა. მან ხელახალი მონტაჟი და გადალაგება დაიწყო და ასე შექმნა „ჯიმ შვანთე“.

ფილმმა მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ეკრანებზე ის მხოლოდ ოთხი დღე გადიოდა და შემდეგ მოხსნეს. უცხოელმა კინემატოგრაფისტებმა ფილმი მოიწონეს და მას ლუის ბუნიუელის „უპურო მიწას“ ადარებდნენ.[2]

  • მახარაძე, ი., დიადი მუნჯი, თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Jay Leyda, „Kino a History of the Russian and Soviet Film“, გვ. 293 — ლონდონი, 1950