ჰაბიბი | |
---|---|
აზერ. حبيبي | |
ჰაბიბის გამოსახულება - აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმის შენობაში | |
სრული სახელი | უცნობია |
დაბადების თარიღი | დაახლოებით 1470 |
დაბადების ადგილი | უჯარი |
გარდაცვალების თარიღი | 1520 |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი |
ფსევდონიმი | ჰაბიბი |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
ენა | აზერბაიჯანული |
ჰაბიბი — (დ. 1470, უჯარი — გ. 1520) — აზერბაიჯანელი მწერალი, პოეტი.[1] ჰაბიბი პოეტის ფსევდონიმია, მისი ნამდვილი სახელი უცნობია.
ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტი, ის იყო ფუზულის ერთ-ერთი მასწავლებელი. ჰაბიბი დაიბადა დაახლოებით 1470-1475 წლებში, გოქჩაის, ახლანდელი უჯარის რაიონის სოფელ ბარგუშადში. წყაროებში მისი ნამდვილი სახელი არ არის ნახსენები. ლეგენდის თანახმად, ჰაბიბი, რომელიც ბავშვობაში მწყემსი იყო. იგი აღიზარდა მმართველის სულთან იაქუბის კარზე მოგვიანებით კი მან დიდი პოპულარობა მოიპოვა შაჰ ისმაილ I-ის კარზე. აღსანშნავია, რომ იგი ისმაილ I-ის კარზე მოღვაწეობის პერიოდში ატარებდა „მეფის პოეტის“ ტიტულს („მელიქ აშ-შურა“).
ჰაბიბი საცხოვრობლად თურქეთში გადავიდა, ქალდირანის ბრძოლის შემდეგ 1514 წელს, თუმცა წყაროებში არ არის ზუსტი მიზეზი იმისა, თუ რამ გამოიწვია მისი გადასვლა თურქეთში.
ცხოვრების ბოლო წლები ჰაბიბმა მთლიანად თურქეთში გაატარა. გარდაიცვალა 1520 წელს.
ჰაბიბი საერო, ჰუმანისტური გაზელების ავტორია. ისინი გამოირჩევიან სურათების სიახლით, ემოციურობითა და პოეტური სიტყვის დევნით. დღეს, ცნობილია მისი დაახლოებით 40-მდე ნამუშევარი. ჰაბიბი თავისი დროის მაღალ განათლებულ პიროვნებად ითვლება. ჰაბიბმა მისი მოღვაწეობით განაგრძო ნასიმის ტრადიცია, რომლის ლირიკულმა პოეზიამ და იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა პოეტზე. ჰაბიბიმ ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აზერბაიჯანული პოეზიის განვითარებაზე და შემდგომში ისეთი პოეტების შემოქმედებაზე, როგორიცაა ფუზული და აგრეთვე ზოგადად თურქულენოვან პოეზიაზე. მისი ლექსების ენა ხშირად ახლოსაა გამოხატვის ხალხურ სტილთან და გასაგებად საკმაოდ მარტივია, თუმცა მის ლექსებში ხშირად ვხვდებით რამდენიმე არაბული ენისა და სპარსული ენის კომპონენტებს, რომელთა გაგებაც რთულია. თავის ლექსებში ჰაბიბი ადიდებდა ადამიანის ღირსებას, სულიერ სილამაზესა და სიყვარულს.