ჰადუმოდ ბუსმანი | |
---|---|
გერმ. Hadumod Bußmann | |
დაბ. თარიღი | 5 ივნისი, 1933[1] (91 წლის) |
დაბ. ადგილი | მაინის ფრანკფურტი[2] [1] |
მოქალაქეობა | გერმანია[2] [1] |
საქმიანობა | ენათმეცნიერი[2] [1] , ლიტერატურათმცოდნე[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[2] |
მუშაობის ადგილი | ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი[2] |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[2] |
ჯილდოები | Prize of the Peregrinus Foundation |
ჰადუმოდ ბუსმანი (გერმ. Hadumod Bußmann; დ. 5 ივნისი, 1933, მაინის ფრანკფურტი) — გერმანელი ენათმეცნიერი. ჰადუმოდ ბუსმანი არის ავტორი წიგნისა ენათმეცნიერების ლექსიკონი.
სწავლობდა გერმანისტიკას, რომანისტიკას და ხელოვნების ისტორიას მაინის ფრანკფურტისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში.
საუნივერსიტეტო განსწავლის წლებში ხანგრძლივად იმყოფებოდა ლონდონსა და პარიზში.
1963 წლიდან იყო სამეცნიერო თანამშრომელი მიუნხენის უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის ინსტიტუტში.
1967 წელს ჰადუმოდ ბუსმანმა დისერტაცია დაიცვა მედიევისტიკაში, კერძოდ კი აიჰარტ ფონ ობერგის „ტრისტრანტზე“.
1971 წლიდან 1997 წლამდე იგი მიუნხენის უნივერსიტეტში ენათმეცნიერებას ასწავლიდა, სადაც 1990 წელს ბავარიის უმაღლესი სასწავლებლების სამხარეო კონფერენციაში ქალთა საქმეებს განაგებდა და იყო სპიკერი.
პენსიაზე გასვლის შემდეგ იგი თავისუფალი ავტორი და პუბლიცისტია. იგი დღესაც აქტიურად თანამშრომლობს ტერეზა ვონ ბავარიელის ქალთა ფონდთან, რომელიც დაკავებულია ქალთა დახმარებით მათთვის სამეცნიერო კარიერის გაადვილებაში.