ჰანან ალ-ჰრუბი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
6 მარტი, 1972 ბეით-ლაჰმი, პალესტინის სახელმწიფო |
რეზიდენცია | რამალაჰი |
მოქალაქეობა | პალესტინა |
საქმიანობა | მასწავლებელი |
ჯილდოები | გლობალური მასწავლებლის პრემია (2016) |
საიტი | twitter.com |
ჰანან ალ-ჰრუბი (არაბ. حنان الحروب; დ. 6 მარტი 1972, ბეით-ლაჰმი, პალესტინის სახელმწიფო) — პალისტინელი მასწავლებელი, რომელიც 2016 წელს „გლობალური მასწავლებლის პრემიის“ მეორე გამარჯვებული გახდა.
ალ-ჰრუბი მუშაობს ძალადობის შედეგად დაზარალებულ ბავშვთა მხარდასაჭერად.[1] თვითონ ჰანანი გაიზარდა პალესტინის ლტოლვილთა ბანაკში,[2] სადაც იგი ძალადობის ფაქტების მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი შვილები ტრავმირებული იყვნენ გასროლების ინციდენტებით. ჰანანი ასწავლის პალესტინელ ლტოლვილ ბავშვებს და მისი ლოზუნგია „არა ძალადობას“. იგი იყენებს სპეციალურ მიდგომას, რომელიც თვითონ შექმნა, სადაც იყენებს თამაშებს, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობისა და დაძაბულობის აღმოფხვრას. მეთოდი დეტალურად არის აღწერილი მის წიგნში „ჩვენ ვთამაშობთ და ვსწავლობთ“. ერთ-ერთ განცხადებაში, ჰანანმა თქვა, რომ როდესაც სწავლა დაიწყო: „ძალადობა, რომელსაც ბავშვები ქუჩებში ხედავდნენ, საკლასო ოთახში მოჰქონდათ“, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მათი ქცევა და დამოკიდებულება მკვეთრად გაუმჯობესდა.[3]
2016 წლის მარტში ალ-ჰრუბი 1 მილიონი აშშ-ის დოლარის მფლობელი და „გლობალური მასწავლებლის პრემიის“ მეორე გამარჯვებული გახდა.[4][5][6][7] „ვარკეის ფონდის“ გლობალური განათლებისა და უნარ-ჩვევების ფორუმი წარმოადგენს ყოველწლიურ ჯილდოს[8]. ალ-ჰრუბის ჯილდო პაპმა ფრანცისკემ ვიდეოჩანაწერით გამოაცხადა. 2015 წლის გამარჯვებული, ამერიკელი პედაგოგი ნენსი ეტველი იყო.
მას 5 შვილი ჰყავს. მისი ტყუპი ქალიშვილები კვალიფიცირებული იურისტები არიან, მეორე ქალიშვილი ბუღალტერია, ერთი ვაჟი მზარეულია, ხოლო უმცროსი ვაჟი არქიტექტურას ეუფლება[9].
მისმა მეუღლემ ომარმა ისრაელის ციხეში 10 წელი გაატარა, მას შემდეგ, რაც ჰევრონში 1980 წლის სასიკვდილო თავდასხმაში მას ბრალი დასდეს, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. ომარ ალ-ჰრუბი ქიმიკოსი იყო, რომელიც ბომბების შემქმნელებს ქიმიკატებით ამარაგებდა[10][11]