ჰირაკოდონისებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ჰირაკოდონი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Hyracodontidae (Cope, 1879)[1] | |||||||||||||
ქვეოჯახები | |||||||||||||
|
ჰირაკოდონისებრნი (ლათ. Hyracodontidae) — ნამარხი ძუძუმწოვრების ოჯახი. ენათესავებოდნენ თანამედროვე მარტორქებს. გავრცელებული იყვნენ ეოცენ-ოლიგოცენის ეპოქაში,[2] დაახლ. 48,6–26,3 მლნ.[3] წლის წინ. აერთიანებს მრავალი გვარის წარმომადგენლებს. მათი ნაშთები აღმოჩენილია ჩინეთში, მონღოლეთში, ყაზახეთში, საქართველოში (ბენარათერიუმი), აგრეთვე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ცალკეულ ადგილებში.[2][3]
ჰქონდათ გრძელი კიდურები, რქები არ გააჩნდათ. თავდაპირველი მცირე ზომის და სწრაფად მოძრავი სახეობები გვიან ეოცენსა და ადრეულ ოლიგოცენში გიგანტურ ფორმებად (მაგ., ინდრიკოთერიუმი) გარდაიქმნენ.