ჰირანია პეირისი | |
---|---|
| |
დაბ. თარიღი | 1974 |
დაბ. ადგილი | შრი-ლანკა |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ასტროფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და სტოკჰოლმის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კემბრიჯის უნივერსიტეტი და პრინსტონის უნივერსიტეტი[1] |
ჯილდოები | Max Born Prize, Göran Gustafsson Prize for physics[2] , ედინგტონის მედალი და Fred Hoyle Medal and Prize[3] |
საიტი |
ucl.ac.uk/cosmoparticle/hiranya-peiris iris.ucl.ac.uk/iris/browse/profile?upi=HVPEI01[4] |
ჰირანია ვ. პეირისი ― ბრიტანელი ასტროფიზიკოსი. მუშაობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯსა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტში. ყველაზე მეტად ცნობილია კოსმოსური მიკროტალღური ფონის შესახებ ნაშრომით. ერთ-ერთია 27 მეცნიერთაგან, რომლებმაც 2018 წელს „ადრეული სამყაროს დეტალური რუკის“ შექმნისთვის ფუნდამენტურ ფიზიკაში გარღვეევისთვის პრემია მიიღეს.
ჰირანია პეირისი 1974 წელს შრი-ლანკაში დაიბადა. 1998 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების მიმართულება დაამთავრა.[5][6][7] ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი პრინსტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში მიიღო დევიდ სპერჯელის ხელმძღვანელობით.[8][9]
დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტში კოსმოლოგიური ფიზიკის კავლის ინსტიტუტში მუშაობდა, როგორც ჰაბლის წევრი.[8] 2007 წელს პეირისი კემბრიჯის უნივერსიტეტში დაბრუნდა, სადაც სამეცნიერო და ტექნიკური დაწესებულებების საბჭოს მოწინავე წევრი იყო და 2008 წელს კემბრიჯის მეფის კოლეჯის ახალგაზრდა მკვლევრის წევრობითაც დააჯილდოვეს. 2009 წელს პეირისმა Leverhulme Trust-ის პრემია მიიღო კოსმოლოგიაში და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში დაიწყო მუშაობა.[10]
2012 წელს პეირისმა სხვებთან ერთად გრუბერის კოსმოლოგიური პერმია მიიღო „დიდი აფეთქების თეორიაში კოსმორუსი მიკროტალღური ფონის რელიქტური რადიაციის ანისოტროპების დახვეწილი გაანგარიშებისთვის“.[11] ჯგუფის საქმიანობაში პეირისმა დიდი წვლილი შეიტანა კოსმოსური ინფლაციის კვლევაში, რომელიც სტივენ ჰოკინგმა აღწერა როგორც „პეირისის კარიერის განმავლობაში ფიზიკის განვითარებაში ყველაზე აღმაფრთოვანებელი მიგნება“.[12]
2018 წელს დიდი ბრიტანეთის ფიზიკის ინსტიტუტმა პეირისი ჰოილის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა „კოსმოსური სტრუქტურის წარმოშობისა და ევოლუციის გაგებაში შეტანილი წამყვანი წვლილისთვის“.[13]
2020 წელს პეირისი შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ და გორან გუსტავსონის ფონდმა გორან გუსტავსონის პრემიით დააჯილდოვა „ადრეული სამყაროს დინამიკის შესახებ მისი ინოვაციური კვლევისთვის, რომელიც კოსმოლოგიურ დაკვირვებებს საწყის ფიზიკასთან აკავშირებს“.[14] ის აგრეთვე აირჩიეს სამეცნიერო და ტექნიკურ დაწესებულებათა საბჭოს წევრად, რომელიც მკვლევართა საბჭოს სტრატეგიული მრჩეველთა ორგანოა და გაერთიანებულ სამეფოში ფიზიკისა და ასტრონომიის ნაწილაკების კვლევას აფინანსებას.[15]
2021 წელს ჰირანია პეირისი ფიზიკის გერმანულმა საზოგადოებამ მაქს ბრონის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა, ხოლო სამეფო ასტრონომიულმა საზოგადოებამ ― ედინგტონის მედლით, კოსმოსის შესწავლაში შეტანილი წვილისთვის.[16][17]
ამჟამად ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში პროფესორად[18] და სტოკჰოლმში კოსმონაწილაკების ფიზიკის ოსკარ კლეინის ცენტრის დირექტორად მუშაობს.[19]
გარდა კვლევებისა, ჰირანია პეირისი კითხულობს ლექციებს კოსმოლოგიის შესახებ.[20][21] აქვეყნებს სტატიებსა და ინტერვიუებს როგორც რადიოში, ისე ბეჭდურ მედიაში. ხშირად მონაწილებს პოდკასტებსა და სატელევიზიო პროგრამებში.[22] 2013 წელს TEDxCERN-ზე მოხსენებით „მრავალჯერადი განზომილებები“ წარსდგა.[23] ამავე წელს Astronomy Magazine-მა 10 საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა.[24]
2017 წელს პეირისი მხატვარ პენელოპე როუზ ქროულისთან თანამშრომლობდა ხელოვნების ნიმუშის „კოსმონაწილაკი“ შესაქმნელად.[25] 2018 წელს პერისი გოშკა მაკუგასთან თანამშრომლობდა, ვისი ნამუშევარიც 2019 წელს შვედეთში, უმეოს ვიზუალური ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს. გამოფენაზე 14 საერთაშორისო ხელოვანის ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომლებიც ნაწილაების ფიზიკით იყო შთაგონებული.[26][27]
2007 წელს პეირისი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად აირჩიეს. ამავე წელს ჰალიდეის პრემიით დაჯილდოვდა.[28] 2009 წელს ფილიპ ლევერულმის პრემია გადაეცა.[29] 2012 წელს სამეფო ასტრონომიური საზოგადოებისგან ფაულერის პრემიით[30] და გრუბერის ფონდისგან კოსმოლოგიის დარგში გრუბერის პრემით დაჯილდოვდა.[11] 2014 წელს ბუქალტერის კოსმოლოგიის პრემია გადაეცა.[31] 2018 წელს პეირისმა 26 მეცნიერთან ერთად ფუნდამენტურ ფიზიკაში გარღვევისთვის პრემია მიიღო.[32] 2018 წელს ფიზიკის ინსტიტუტმა პეირისს ფრედ ჰოილის მედალი და პრემია გადაეცა.[13] 2020 წელს გორან გუსტავსონის ფონდმა და შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ პეირისს ფიზიკის დარგში გორან გუსტავსონის პრემია გადასცა.[14] 2021 წელს მეცნიერს ფიზიკის ინსტიტუტისა და ფიზიკის გერმანული საზოგადოებისგან მაქს ბრონის მედალი და პრემია გადაეცა.[16] ამავე წელს სამეფო ასტრონომიულმა საზოგადოებამ ედინგტონის მედლით დააჯილდოვა.[17]