ჰონგ-კონგის კულტურული ცენტრი

ჰონგ-კონგის კულტურული ცენტრი
Hong Kong Cultural Centre, 香港文化中心
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა ჩინეთი
მდებარეობა ჩინეთი, ჰონგ-კონგი
მისამართი სალისბერ-როუდი, 10, ჩიმ შა ჩუის რაიონი, იაუ ჩიმ მონგის ოლქი
კოორდინატები 22°17′38″ ჩ. გ. 114°10′12″ ა. გ. / 22.29389° ჩ. გ. 114.17000° ა. გ. / 22.29389; 114.17000
დაიწყო 1984
დასრულდა 1989
გაიხსნა 8 ნოემბერი 1989
არქიტექტორ(ებ)ი ჰონგ-კონგის მთავრობის არქიტექტურული მომსახურების დეპარტამენტი
საიტი
http://www.lcsd.gov.hk/en/hkcc/index.html ოფიციალური საიტი

ჰონგ-კონგის კულტურული ცენტრი (Hong Kong Cultural Centre ან HKCC, ჩინ.: 香港文化中心) — მრავალმხრივი კულტურული კომპლექსი, მდებარე ჰონგ-კონგის რაიონში ჩიმ შა ჩუი. დაარსებულია ბრიტანული ჰონგ-კონგის ყოფილი საქალაქო საკრებულოს მიერ, ყოფილი კოლონიის გადასვლით ჩინურ სუვერენიტეტში აღმოჩნდა ჰონგ-კონგის კულტურის დეპარტამენტის მფარველობის ქვეშ. აქ ტარდება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები — კონცერტები, თეატრალური დადგმები, ფესტივალები და გამოფენები. ჰონგ-კონგის კულტურული ცენტრის მშენებლობა დაიწყო 1984 წელს, ოფიციალურად ცენტრი გაიხსნა 1989 წლის 8 ნოემბერს.

ჰონგ-კონგის კულტურული ცენტრი მდებარეობს ნახევარკუნძულ კოულუნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ყოფილი კოულუნის სადგურის მოედნის მაგივრად — კოულუნ-კანტონის სარკინიგზო გზის ბოლო გაჩერება. ჩრდილოეთიდან კულტურული ცენტრი შემოსაზღვრულია ქუჩით სალისბერი-როუდი, მისგან აღმოსვალეთიდ მდებარეობს ჰონგ-კონგის კოსმოსის მუზეუმი და ჰონგ-კონგის ხელოვნების მუზეუმი, სამხრეთიდან ცენტრი შემოსაზღვრულია რიყეთი და ყურე ვიქტორიას წყლით, დასავლეთიდან - საბორნე Star Ferry-ის პიერით. ჰონგ-კონგის კულტურული ცენტრის და საბორნე პიერს შორის აღმართულია საათის კოშკი — ეს არის ყველაფერი რაც შემორჩა კოულუნსის სადგურიდან.

ჰონგ-კონგის კუნძულიდან კულტურულ ცენტრამდე მისვლა შესაძლებელია ბორანით Star Ferry და Kowloon Motor Bus-ის კომპანიის ავტობუსებით (ავტობუსების ბოლო გაჩერება საბორნე პიერთანაა). ასევე ფეხით მისასვლელ ტერიტორიაზეა ჰონგ-კონგის მეტროპოლიტენის სადგურები. უახლოესი დიდი პარკირება არის კომპლექსში ჰარბორ სითი[1].

უკვე 1970 წელს გამოჩნდა პირველი მიმართვა საჯარო საქალაქო საკრებულოსთვის, ითხოვნდნენ კოულუნში ახალი კულტურული ცენტრის მშენებლობას. 1974 წელს მართველობამ ოფიციალურად გამოაცხადა კულტურული ცენტრის პროექტის შესახებ და განსაზღვრეს მისი მდებარეობა — კოულუნის ძველი სადგურის ტერიტორია. როგორც მაშინ იგეგმებოდა 1975 წელს უკვე უნდა დაწყებულიყო მშენებლობა. თუმცა, პროექტი ფინანსურ პრობლემებს შეხვდა და დროებით გადადებულიყო. 1978 წელს კულტურული ცენტრის პროექტი ჰონგ-კონგის საქალაქო საკრებულოს მიერ კვლავ იყო გადამოწმებული და მიიღო უმაღლესი პრიორიტეტი. მაგრამ, მშენებლობის შეფასება გაიზარდა 190 მილიონი დოლარიდან 474 მილიონ დოლარამდე და პროექტი კვლავ გადადეს რაღაც დროის მანძილზე. 1984 წელს საბოლოოდ დაწყებულმა მშენებლობამ, ისტორიული შენობის კოულუნის სადგურის დამსხრევამ, გამოიწვია სერიოზული დებატები და უკმაყოფილება ჰონგ-კონგის საზოგადოებაში.

1989 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა ჰონგ-კონგის კულტურული ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია, სადაც როგორც საპატიო სტუმრები იმყოფებოდნენ უელსის პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა. ამის გარდა, წარდგენილი იყო უნიკალური ორგანო ავსტრიული კომპანიის Rieger Orgelbau დაფასებული 10 მილიონი დოლარით[2].

2014 წელს მასიური პროტესტების დროს ტერიტორია ჰონგ-კონგის კულტურული ცენტრის ირგვლივ გახდა ერთ-ერთი მთავარი ადგილი დემოკრატიული ოპოზიციების და რეჟიმით უკმაყოფილო სტუდენტების შეკრებისთვის.

  • ოვალური ორ იარუსიანი საკონცერტო დარბაზი იტევს 2 ათასზე მეტ მაყურებელს. ის შემკულია მაღალხარისხოვანი მუხით, გააჩნია საუკეთესო აკუსტიკა და უდიდესი აზიაში ინსტრუმენტი ორღანი, მოთავსებული ღია სცენის უკან. აქ გამოდიან ჰონგ-კონგის ფილარმონიული ორკესტრი[3][4].
  • სამ იარუსიანი საკონცერტო დარბაზი იტევს 1,7 ათასზე მეტ მაყურებელს. აქ რეგულარულად გამოდის ჰონგ-კონგის ბალეტი[5] და თეატრალური კომპანიის კოლექტივები თარგი:Нп5[6], ტარდება სხვადასხვა საოპერო და ბალეტის გამოსვლები, ასევე მიუზიკლები და ჰონგ-კონგის კინოპრემიების ცერემონიები. თეატრალურ სცენას და საორკესტრო ორმოს გააჩნია თანამედროვე აღჭურვილობა, მათ შორის ამწევი პლატფორმები, მექანიზმები, ინფრაწითელი სისტემა სინქრონულად მთარგმნელი ხუთ ენაზე[7].
  • უნივერსალურ და მობილურ თეატრი-სტუდიაში თითქმის 500 ადგილზე ტარდება უმნიშვნელო თეტრალური და საცეკვაო დადგმები, ასევე სხვადასხვა პერფომანსები[8].

ასევე კულტურული ცენტრის ძირითად შენობაში არის ჰოლი, სადაც ყოველთის გამოდის ჰონგ-კონგის ჩინური ორკესტრი[9], უმნიშველო მასშტაბის სამი საგამოფენო ზონა[10], 11 სარეპეტიციო და სავაჯიშო დარბაზი, საბავშვო ცენტრი გუნდური სიმრერისა და საშემსრულებლო ხელოვნების, წიგნების და სუვენირების მაღაზია, კაფე. აღმოსავლეთიდან კულტურულ ცენტრს უკავშირდება ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც იფუძნება საგამოფენო გალერეა[11], შეხვედრების, სემინარების და კონფერენციების დარბაზები, ჰონგ-კონგის ფილარმონია, ფილარმონიის საზოგადოება, სხვადასხვა ადმინისტრაციული და ბიზნეს მომსახურება კულტურული ცენტრისა და რამდენიმე რესტორნის[12].

ცენტრის ირგვლივ არის რამდენიმე ღია ტერიტორია (სკვერი ფანტანებით სასაათო კოშკის წინ, მთავარი კიბე ადმინისტრაციული შენობის წინ, რიყე პიერით), რომელზედაც ყოველთვის ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები ღია ცის ქვეშ — კონცერტები,ორკესტრების და თეატრალური ჯგუფების გამოსვლები, კინოჩვენებები დიდ ეკრანზე[13].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Location en. Leisure and Cultural Services Department.
  2. HK icon celebrates 25th birthday en. Government of the Hong Kong Special Administrative Region.
  3. Concert Hall en. Leisure and Cultural Services Department.
  4. Hong Kong Philharmonic Orchestra en. Leisure and Cultural Services Department.
  5. Hong Kong Ballet en. Leisure and Cultural Services Department.
  6. Zuni Icosahedron en. Leisure and Cultural Services Department.
  7. Grand Theatre en. Leisure and Cultural Services Department.
  8. Studio Theatre en. Leisure and Cultural Services Department.
  9. Hong Kong Chinese Orchestra en. Leisure and Cultural Services Department.
  10. Foyer Exhibition Areas en. Leisure and Cultural Services Department.
  11. Exhibition Gallery en. Leisure and Cultural Services Department.
  12. Rehearsal Rooms, Practice Rooms & Function Rooms en. Leisure and Cultural Services Department.
  13. Piazza en. Leisure and Cultural Services Department.