აბუდ ჯუმბე მვინიი | |
ზანზიბარის მე-2 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 აპრილი, 1972 – 30 იანვარი, 1984 | |
წინამორბედი | აბეიდ კარუმე |
მემკვიდრე | ალი ჰასან მვინიი |
დაბადებული | 14 ივნისი, 1920 ჯუბა, სამხრეთი სუდანი |
გარდაცვლილი | 14 აგვისტო, 2016 (96 წლის) დარ-ეს-სალამი, ტანზანია |
პოლიტიკური პარტია | ჩამა ჩა მაპინდუზი |
რელიგია | ისლამი |
აბუდ ჯუმბე მვინიი (სუაჰ. Aboud Jumbe Mwinyi; დ. 14 ივნისი, 1920, ჯუბა — გ. 14 აგვისტო, 2016, დარ-ეს-სალამი) — ზანზიბარელი და ტანზანიელი პოლიტიკოსი. ზანზიბარის მეორე პრეზიდენტი. ჩამა ჩა მაპინდუზის პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ვიცე-თავმჯდომარე[1].
1945 წელს დაასრულა მაკერერეს ტექნიკური სკოლა და დაიწყო მუშაობა მასწავლებლად. 1961 წლიდან დაკავებულია პოლიტიკით და აფრო-შირაზის პარტიის რიგებიდან აირჩიეს დეპუტატად. 1963 წელს მონაწილეობდა ლონდონის მლაპარაკებებში, რომელიც ზანზიბარის დამოუკიდებლობას შეეხებოდა. 1972 წელს, აბეიდა ამანი კარუმეს მკვლელობის შემდეგ, სათავეში ჩაუდგა ზანზიბარის ავტონომიას[2].
ჯუმბემ 1979 წელს რევოლუციის შემდეგ მიიღი ზანზიბარის პირველი კონსტიტუცია[3].