ალექსეი იურის ძე მილჩაკოვი | |
---|---|
მეტსახელი | ფრიცი; სერბი |
ეროვნება | რუსი |
დაბადების თარიღი | 30 აპრილი, 1991 |
დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
ჯარის სახეობა | სპეციალური ოპერაციების ძალები და Russian Airborne Troops |
მეთაურობდა | Rusich |
ბრძოლები/ომები |
დონბასის ომი რუსეთის შეჭრა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია სირიის სამოქალაქო ომში |
კავშირი |
ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა (2014–2015) რუსეთი (2015–დღემდე) |
ალექსეი იურის ძე მილჩაკოვი (რუს. Алексей Юрьевич Мильчаков; დ. 30 აპრილი, 1991, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — რუსი ნეონაცისტი, „ვაგნერის“ ჯგუფთან ასოცირებული „რუსიჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. [1] 2022 წლის მდგომარეობით სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების მიერ.[2] მას უკავშირებენ არაერთ სასტიკ დანაშაულს, როგორც სირიაში, ისე უკრაინაში,[3] მათ შორის მამაკაცის სასიკვდილო ცემას, უროს გამოყენებით. მილჩაკოვს მოიხსენიებენ როგორც „რუსი ნეო-ნაცისტების დონბასში ბრძოლის სიმბოლოს“.[4]
მილჩაკოვი სანქტ-პეტერბურგში დაიბადა.
მილჩაკოვმა საზოგადოების ყურადღება პირველად 2011 წელს მიიპყრო, როდესაც ონლაინ-სივრცეში გამოაქვეყნა ვიდეო სადაც აწამებდა ლეკვს, რომელსაც მოგვიანებით თავი მოაჭრა.[5][6] სოციალურ ქსელში შეიქმნა პეტიცია რომელსაც ხელს 5000 ადამიანი აწერდა, ისინი მილჩაკოვის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ.[7] პირად VK ანგარიშზე მილჩაკოვი აკეთებდა მოწოდებებს უსახლკაროების, ბავშვებისა და ლეკვების მოკვლაზე.[8]
2014 წლიდან მილჩაკოვი იყო მოხალისე დონბასის ომში,[5] მისივე თქმით „მოკვლის“ სურვილით.[6] მისი სოციალური ქსელის პირად ანგარიშზე დაყრდნობით მილჩაკოვმა 2014 წლის ზაფხულში რუსეთის საიმპერიო ლეგიონის წვრთნების პროგრამის გავლის შემდეგ იან პეტროვსკისთან ერთად შექმნა „რუსიჩი“.[9] აიდარის ბატალიონთან ბრძოლის პერიოდში მილჩაკოვი ფოტოსურათებში აქტიურად პოზირებდა დამწვარ, დაღუპულ უკრაინელ სამხედროებთან.[5] ასევე ცნობილია, რომ მილჩაკოვi უკრაინელი ჯარისკაცების გვამების ყურებს აჭირდა და სახეზე სვასტიკას ახატავდა.[10] 2015 წლისთვის ის უკვე სანქცირებული იყო ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ.[5] იყენებდა მეტსახელებს „ფრიცი“ და „სერბი“.[6]
2020 წელს გადაღებულ ვიდეოში მილჩაკოვმა განაცხადა რომ „ნაცისტია“.
„მე არ ვაპირებ შევიდე სიღრმეებში და ვთქვა, რომ მე ვარ ნაციონალისტი, პატრიოტი, იმპერალისტი და ასე შემდეგ. პირდაპირ ვიტყვი: მე ნაცისტი ვარ“
|
2022 წლის აგვისტოში Nexta-მ Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანდა რომ მილჩაკოვი უკრაინაში იმყოფება.[11] გერმანიის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით არსებობდა ვარაუდი მილჩაკოვის ომში დაშავების შესახებ.[12]