ანდრეი შტოგარენკო | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 2 (15) ოქტომბერი, 1902 |
დაბ. ადგილი | დნიპრო |
გარდ. თარიღი | 15 ნოემბერი, 1992[1] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | კიევი |
დასაფლავებულია | ბაიკოვეს სასაფლაო |
ანდრეი იაკოვლევიჩ შტოგარენკო (უკრ: Андрій Якович Штогаренко; დ. 15 ოქტომბერი, 1902 ― გ. 15 ნოემბერი, 1992) ― უკრაინელი საბჭოთა კომპოზიტორი და პედაგოგი, სსრ კავშირის სახალხო არტისტი (1972),სოციალისტური შრომის გმირი (1982), II ხარისხის ორი სტალინური პრემიის ლაურეატი (1946, 1952) და ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემიის მფლობელი (1974).
ანდრეი შტოგარენკო 1902 წლის 15 ოქტომბერს, ნოვი-კაიდაკიში, დღევანდელი დნეპროპეტროვსკის მახლობლად დაიბადა.
1912 წლიდან სწავლობდა ეკატერინოსლავსკის მუსიკალურ სასწავლებელში, ზ. რაზლოვსკაიას საფორტეპიანო კლასში, თუმცა ოჯახის ხშირი გადაადგილების გამო, სწავლის დასრულება ვერ შეძლო. 1921-1930 წლებში საშუალო სკოლებში სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა. 1926 წლიდან 1930 წლამდე ხელმძღვანელობდა აკორდეონისტთა ანსამბლს, რომელსაც კომსომოლის სახელობის პირველი უკრაინული კამერული ანსამბლი ეწოდა. 1930 წელს ხარკოვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა, რომელიც 1936 წელს დაამთავრა.
1943 წლიდან ცხოვრობდა კიევში, სადაც კიევის კონსერვატორიაში მუშაობდა. 1954-1968 წლებში იყო რექტორი,[2] 1968-1989 წლებში ― კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის ხელმძღვანელი.
1944 წლიდან შეუერთდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას.
1962 წელს მონაწილეობა მიიღეო კიევში გამართულ ნ. ლისენკოს სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში.
გარდაიცვალა 1992 წლის 15 ნოემბერს, კიევში. დაკრძალულია ბაიკოვის სასაფლაოზე.[3]