ბორის ფომინი

ბორის ფომინი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 აპრილი, 1900(1900-04-12)
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1948(1948-10-25) (48 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ვედენსკოეს სასაფლაო

ბორის ივანოვის ძე ფომინი (რუს. Борис Иванович Фомин; დ. 12 აპრილი, 1900, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია — გ. 25 ოქტომბერი, 1948,მოსკოვი, სსრკ) — საბჭოელი მუსიკოსი და კომპოზიტორი; კონკრეტულად, რუსი რომანისტი.

ფომინის რამდენიმე მუსიკა 1920-აინ წლებში გარხა პოპულარული; განსაკუთრებით აღსანიშნავია „Dorogoj dlinnoju“ (რუს. Дорогой длинною, გრძელი გზის გავლით).

ბორის ივანოვიჩ ფომინი დაიბადა 1900 წლის 12 აპრილს სანქტ-პეტერბუერგში. მისი მამა ივან იაკოვლევიჩი (1869–1935) იყო არმიის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მსახურობდა სახელმწიფო სამხედრო კონტროლის ოფისში (იგი მიხეილ ლომონოსოვს თვლიდა მის შორეულ ნათესავებში). მისი დედა ევგენია ლოანოვნა პეკარი (1872–1954) წარმოშობით ავსტრიელი იყო. ბორისს ჰყავდა სამი და: ვალენტინა (ერთი წლით უფროსი), ლიდია და ოლგა, შესაბამისად, 8 და 12 წლით უმცროსი.[1]

მამის დავალებით ბორისი Realschule-ს შეუერთდა, მაგრამ მუსიკისადმი გატაცემაბაზე უარის თქმა შეუძლებელი აღმოჩნდა. 12 წლის ასაკში შეუერთდა პროფესორ ანა იესიფოვას კონსერვატორიის პიანოს კლასს; კლასის მოსწავლეებში შედიოდა სერგეი პროკოფიევი. 1914 წელს იესიფოვას გარდაცვლების შემდეგ, მისი ორი კოლეგის, ბენდიცკის და სახაროვის გვაროვნებით, პეტერბურგის ფილარმონიას შეუერთდა. ერთი წლის შემდეგ ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში. განათლების მიღება შეაწყვეტინა 2917 წლის რევოლუცია; მოგვიანებით მისი გაგრძელება და დასრულება არასოდეს უცდია. ბიოგრაფების აზრით, რეტროსპექტივაში, კონსერვატორიის დიპლომი მის შემდგომ ცხოვრებას გაადვილებდა.[1]

1918 წლის მარტში, იგი პირადად მიიწვია ვლადიმერ ლენინმა, რათა გაწევრიანებულიყო ახალი ბოლშევიკური მთავრობის სამხედრო აპარატში; ივან ფომინი მოსკოვში ჩავიდა და მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად ხუთოთახიან ბინაში („Chistye Prudy“) გადავიდა. 1919 წლის დასაწყისში ბორის ფომინი მოხალისედ შედიოდა წითელ არმიაში.[1]

მრავალი წლის განმავლობაში ფომინი ტუბერკუიოზით იტანჯებოდა. გარშემო მყოფი ხალხისთვის იგი ჰგავდა „ოპტიმიზმის შადრევას“. 1948 წელს ფომინის ჯანმრთელობა გაუარესდა და გადაიწყვანეს კლინიკაში, სახელად „Vysok iye Gory“. მეგობრებმა მოახერხეს მისთვის პენიცილინის შესყიდვა; პენიცილინი იყო იშვიათობა სსრკ-ში; იგი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ „ნომენკლატურის“ წევრებისთვის. ადრეულ პერიოდში მკურნალობას შეიძლება ჰქონოდა შედეგი, თუმცა ამ დროისთვის დაგვიანებული აღმოჩნდა. ბორის ივანოვიჩ ფომინი გარდაიცვალა 1948 წლის 25 ოქტომბერს, მოსკოვში. დაასაფლავეს „ვვედენსკოიის“ სასაფლაოზე.[2][1]

ბორის ფომინმა, რომელმაც 400-ზე მეტი მუსიკა, 3 ბალეტი და 3 ოპერეტა დაწერა ცნობილი გახდა 1920-იან წლებში როგორც რუსული რომანტიკის ოსტატი. 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში, პოპულარულმა ხელოვნებმა, როგორიცაა ოლეგ პოგუდინი და ნინა შატსკაია, დაიწყეს ფომინის სიმღერების შესრულება. 2000 წელს გამოვიდა ფომინისის პირველი ყოვლისმომცველი ბიოგრაფია, ბედნიერი უბედო (Счастливый неудачник), რომლის ავტორი იყო ელენა და ვალერი უკოლოვსები. კომპოზიტორის სიმღერის მემკვიდრეობამ აღორძინება განიცადა, ხოლო რუსეთში ფართო საზოგადოებამ გაოგნებულმა გააცნობიერა, რომ მათი ზოგიერთი საუკეთესო-საყვარელი რომანი, რომლებსაც მათი აზრით, „ტრადიციულ“ ან „ხალხურ“ სიმღერებს უწოდებდა, კომპოზიტორმა ბორის ფომინის შექმნილი ყოფილა.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Elena and Valery Ukolovs. (2010) The Happy Unfortunate. The Romances and Life of B. Fomin (fragments) / Счастливый неудачник. Романсы и судьба Б.Фомина. Sovremennaya Muzyka Publishers. ციტირების თარიღი: 16 May 2015.
  2. Фомин, Борис Иванович. Note Archives. ციტირების თარიღი: 16 May 2015.
  3. Fomin, Boris Ivanovič ru. Russian TradPop Red Book. ციტირების თარიღი: 16 May 2015.