ივან კორჩოკი

ივან კორჩოკი
ივან კორჩოკი
სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აპრილი, 2021 – 13 სექტემბერი, 2022
პრემიერ-მინისტრი  ედუარდ ჰეგერი
წინამორბედიიაროსლავ ნადი
მემკვიდრერასტისლავ კაჩერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 აპრილი, 2020 – 25 მარტი, 2021
პრემიერ-მინისტრიიგორ მატოვიჩი
წინამორბედირიჩარდ სულიკი
მემკვიდრეიაროსლავ ნადი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 სექტემბერი, 2018 – 7 აპრილი, 2020
პრეზიდენტიანდრეი კისკა, ზუზანა ჩაპუტოვა
წინამორბედიპეტერ კმეცი
მემკვიდრერადოვან იავროჩიკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 – 2009
პრეზიდენტიივან გაშპაროვიჩი
წინამორბედიიან ფოლტინი
მემკვიდრეიგორ სლობოდნიკი

დაბადებული4 აპრილი, 1964 (1964-04-04) (60 წლის)
ბანსკა-ბისტრიცა, ჩეხოსლოვაკია
მეუღლესონა
შვილები2
განათლებაკომენსკის უნივერსიტეტი

ივან კორჩოკი (სლოვაკ. Ivan Korčok; დ. 4 აპრილი, 1964, ბანსკა-ბისტრიცა, ჩეხოსლოვაკია[1]) — სლოვაკი პოლიტიკოსი და დიპლომატი. პარტია „თავისუფლება და სოლიდარობის“ (SaS) წევრი. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა და ევროპის საქმეთა მინისტრი 2020-2022 წლებში.

დაიბადა 1964 წლის 4 აპრილს ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში და აქვე მიიღო საშუალო განათლება. დაამთავრა კომენსკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. ეკონომიკური უნივერსიტეტის კომერციული ფაკულტეტი ბრატისლავაში.

2005-2009 წლებში სლოვაკეთის ელჩია გერმანიაში.[1] 2009-2015 წლებში ევროკავშირში სლოვაკეთის მუდმივი წარმომადგენელია, 2018-2020 წლებში კი სლოვაკეთის ელჩია აშშ-ში.[2] სლოვაკეთის საგარეო საქმეთა და ევროპის საქმეთა მინისტრია 2020-2022 წლებში იგორ მატოვიჩის მთავრობაში. 2021 წლის 1 აპრილს იგივე თანამდებობა მიიღო ედუარდ ჰეგერის მთავრობაში.

2023 წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2024 წლის სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.[3]

დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Ivan Korčok. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 3 October 2020
  2. Prezidentka Slovenskej republiky | Vymenovania a odvolania sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-19. ციტირების თარიღი: 2024-03-24
  3. Mikušovič, Dušan. (2023-08-30) Ivan Korčok bude kandidovať za prezidenta, prieskumy mu dávajú šancu poraziť Fica sk-SK. ციტირების თარიღი: 2023-08-30