იოლგეჩენი (არჰავის რაიონი)

სოფელი
იოლგეჩენი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი არჰავი
კოორდინატები 41°15′00″ ჩ. გ. 41°15′00″ ა. გ. / 41.25000° ჩ. გ. 41.25000° ა. გ. / 41.25000; 41.25000
ადრეული სახელები ლომა
ცენტრის სიმაღლე 200±1 მეტრი
მოსახლეობა 387 (31 დეკემბერი, 2021)[1] [2]
სასაათო სარტყელი UTC+3 და თურქეთის დრო
საფოსტო ინდექსი 08290
იოლგეჩენი (არჰავის რაიონი) — თურქეთი
იოლგეჩენი (არჰავის რაიონი)

იოლგეჩენი (თურქ. Yolgeçen) — სოფელი არჰავის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რაიონის ცენტრ არჰავიდან 8 კილომეტრში[3]. 2020 წლის მონაცემებით სოფელში 401 ადამიანი ცხოვრობს[4].

სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა ლომა.[5]

სოფელ იოლგეჩენის ძველი სახელია „ლომა“ ან „ლომე“. ლაზური სოფლის სახელი ლომა შესაძლოა უკავშირდებოდეს ქართულ მამაკაცის სახელს „ლომა“.[6] ამასთან, კლარჯეთის რეგიონში არსებული დასახლებული პუნქტი ლომაშენიც ამ სახელიდან არის წარმოქმნილი. ეს ტოპონიმი თურქულშიც შევიდა მსგავსი ფორმით. 1835 წლის არჰავის მოსახლეობის რეესტრში, 1876 წლის ტრაპიზონის ვილაიეთის წელიწდეულას და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში დაწერილია როგორც ლომა ან ლომე (لومە)..[7][8][9]

სოფელი ლომა მდებარეობდა ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ პერიოდში კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. ოსმალებმა, ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ 1461 წელს, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს.[10] 1876 წლის ტრაპიზონის ვილაიეთის წელიწდეულის მიხედვით, სოფელი ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყის ხოფას კაზას ექვემდებარებოდა. მოსახლეობა შედგებოდა 58 კომლში მცხოვრები 120 ადამიანისგან. თუმცა, არსებობს ალბათობა, რომ ეს რიცხვი მხოლოდ მამაკაცი მოსახლეობისგან შედგებოდა. სოფელში დასაბეგრი პირუტყვის რაოდენობა შეადგენდა 10 თხას/ცხვარს, 2 ცხენს, 157 ძროხას და 5 ხარს.[11]

სოფელი ლომა პირველი მსოფლიო ომის წლებში რუსეთის მმართველობის საზღვრებში მოექცა. ქართველი ენათმეცნიერის იოსებ ყიფშიძის, 1917 წელს ლაზისტანის რეგიონში ჩატარებული კვლევითი ექსპედიციის ჩანაწერების მიხედვით რუსულად ლომეს (Ломэ) ფორმით დაწერილ სოფელში 21 კომლში 92 ადამიანი ცხოვრობდა.[12]

ლომა, 1928 წლის ოსმალური სოფლების სიაში რიზეს ვილაიეთის ხოფას კაზას არჰავის ნაჰიეს ექვემდებარებოდა.[9] 1935 წლის საყოველთაო აღწერის დროს „ლომედ“ ჩაწერილი დასახლება, ართვინისა და რიზეს ვილაიეთების ნაცვლად შექმნილი ჩორუჰის ვილაიეთის ხოფას კაზას დაქვემდებარებული არჰავის ნაჰიეს სოფლად გვხვდება. ამ დროს სოფლის მოსახლეობა 654 ადამიანისგან შედგებოდა.[13] ვინაიდან „ლომა“ ან „ლომე“ უცხო წარმოშობისაა, 1959 წელს სოფლის სახელი შეიცვალა „იოლგეჩენად“.[14] ამასთან, პაპილატის სახელი სოფლის ახალ სახელთან ერთად გარკვეული პერიოდი ოფიციალურ ჩანაწერებში გამოიყენებოდა ფორმით „იოლგეჩენი (ლომე)“.[15]

2014 წელს სოფელში იყო,10 ლაზური სახლი რომელაც ჰქონდა არქიტექტურული იერსახე შენარჩუნებული, 25 სერენდერი და 3 წყლის წისქვილი.[16]

  1. https://data.tuik.gov.tr/Bulten/Index?p=Adrese-Dayali-Nufus-Kayit-Sistemi-Sonuclari-2021-45500
  2. https://www.e-icisleri.gov.tr/Anasayfa/MulkiIdariBolumleri.aspx
  3. Yolgeçen Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  4. Artvin Arhavi Yolgeçen Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
  5. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 214, ISBN 978-605-5708-85-6.
  6. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 180, ISBN 9786055708856.
  7. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  8. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 368, ISBN 9789157871117.
  9. 9.0 9.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 621.
  10. ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. ISBN 99940-61-43-7
  11. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 369, ISBN 9789157871117.
  12. İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 167.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 26 Haziran 2024.
  13. 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 269.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020. ციტირების თარიღი: 28 Nisan 2021.
  14. Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 715.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 28 Nisan 2021.
  15. 1980 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1981.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 27 Nisan 2022.
  16. Kırsal Alanların Turizm Potansiyelinin Belirlenmesi – Artvin İli Arhavi İlçesi Örneği. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 Ocak 2022.