BRICS-ის III სამიტი შედგა 2011 წლის 13 — 14 აპრილს ჩინეთის ქალაქ სანიაში[1][2].
BRICS-ის 2011 წლის შემადგენლობა:
ბრაზილია — პრეზიდენტი დილმა რუსეფი,
რუსეთი — პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი,
ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი,
ჩინეთი — თავმჯდომარე ჰუ ძინტაო,
სარ — პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა.
სამიტზე ოფიცილაურად შედგა ჯგუფში მეხუთე წევრის — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დამატება. BRICS-ის მორიგ შეხვედრაზე გადაწყდა რუსეთის ფედერაციის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ლივიის საკითხის მშვიდობიანი მოგვარება.
სამიტის დასასრულს ხელი მოეწერა 32 პუნქტიან დეკლარაციასა და სამოქმედო გეგმას[3].
|
„ჩვენ, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ინდოეთის რესპუბლიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები, 2011 წლის 14 აპრილს შევიკრიბეთ BRICS-ის ლიდერების შეხვედრაზე სანიაში.
ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის და ჩინეთის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები მიესალმებიან სამხრეთ აფრიკის შესვლას BRICS-ში და გამოთქვამენ იმედს ფორუმის ფარგლებში სამხრეთ აფრიკასთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
საერთო მიზნისა და მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თანამშრომლობის ძლიერი საერთო სურვილის ხედვამ გააერთიანა BRICS-ის ქვეყნები, რომელთა მოსახლეობა თითქმის 3 მილიარდი ადამიანია სხვადასხვა კონტინენტზე. BRICS ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის განვითარებასა და უფრო თანასწორი და სამართლიანი სამყაროს შექმნაში.“
|
|
|
14 აპრილს ქვეყნები შეთანხმდნენ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ეროვნული ვალუტების გამოყენებით[4].
|
---|
| წევრები | |
---|
| სამიტები | |
---|
| გაფართოება | |
---|
| |
|