Coleco Sonic — პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია Coleco Holdings-ის მიერ 2006 წელს. კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში კონსოლი გამოდიოდა PlayPal-ის სახელწოდების ქვეშ, ევროპაში — Pocket Gear. მასში ჩაშენებული იყო კომპანია Sega-ს Master System-ის და Game Gear-ის 20 თამაში.[1] თითოეული თამაშის გაშვება შესაძლებელი იყო კონსოლის ინტეგრირებული 2.4 TFT LCD ეკრანის ან სტანდარტული ტელევიზორის საშუალებით.[2] კონსოლს სახელი დაერქვა Sega-ს თილისმის „ზღარბი სონიკის“ (ინგლ. Sonic the Hedgehog) პატივსაცემად. სისტემას თან ახლდა კვების ადაპტერი, თუმცა ფუნქციონირება შეეძლო 3 ცალი AAA ბატარეის მეშვეობით.
|
---|
| სახეობები | |
---|
| თაობები | |
---|
| სხვა თაობა |
სახლის | |
---|
| პორტატიული | |
---|
| გამოყოფილი | |
---|
|
---|
| |
|