Family Guy: Back to the Multiverse | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Heavy Iron Studios |
გამომცემელი | Activision |
დისტრიბუტორი | 20th Century Fox |
სერია | Family Guy |
პლატფორმ(ებ)ი |
Microsoft Windows PlayStation 3 Xbox 360 |
გამოსვლის თარიღი |
ჩრდ.ამ. 20 ნოემბერი, 2012 ავს 21 ნოემბერი, 2012 ევრ 23 ნოემბერი, 2012 |
ჟანრ(ებ)ი | მოქმედებითი-სათავგადასავლო |
რეჟიმ(ებ)ი |
ერთმოთამაშიანი მრავალმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | მარკ ვულკანო |
პროდიუსერ(ებ)ი | დიანა ვუ |
მხატვარი | დოროთი ჩენი |
სცენარისტი |
ენტონი ბლასუჩი მაიკ დეზილე |
კომპოზიტორი | უოლტერ მერფი |
Family Guy: Back to the Multiverse — მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაში შემუშავებული კომპანია Heavy Iron Studios-ისა და გამოცემული Activision-ის მიერ. ჩრდილოეთ ამერიკაში თამაშმა მზის შუქი იხილა 2012 წლის 20 ნოემბერს, ავსტრალიაში — 21 ნოემბერს, ხოლო ევროპაში — იმავე თვის 23 რიცხვს. გამოვიდა Microsoft Windows-ის, PlayStation 3-სა და Xbox 360-ის პლატფორმებზე.
იგი დაფუძნებული არის ამერიკულ ანიმაციურ ტელესერიალ გრიფინებზე, კერძოდ, მის ერთ-ერთ ეპოზოდზე სახელწოდებით „Road to the Multiverse“. ისტორია მიმდინარეობს სტიუსა და ბრაიანის თავგადასავლების გარშემო, რომლეთა მიზანია სტიუს ბოროტი (მოსული ალტერნატიული სამყაროდან) ნახევარ ძმის, ბერტრამის დამარცხება. თამაშის მსვლელობისას იხსნება რუკები, ლეველები, პერსონაჟები და ა.შ.[1]
Family Guy: Back to the Multiverse-მა მიიღი უარყოფითი მიმოხილვები კრიტიკოსებისგან. საერთო მიმოხილვების საიტებმა, GameRankings-მა და Metacritic-მა თამაშის Xbox 360-ის ვერსიას მიანიჭეს 42.35% და 39/100,[2][3] PlayStation 3-ის ვერსიას — 35.87% და 40/100,[4][5] ხოლო Windows-ის ვერსიას — 25.00%/42/100.[6][7]
Back to the Multiverse არის მისი წინამორბედი თამაშის, Family Guy Video Game!-ის პირდაპირი გაგრძელება. 2014 წლიდან ის აღარ არის ხელმისაწვდომი ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა Steam-ზე.[8]
|